კომპანია “აგარის შაქრის” თანაშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მსვლელობა დაიწყეს.
მსვლელობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია მონაწილეობენ. აგარელებთან შეხვედრის სურვილი დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზად შეხვდნენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზეს. აგარელები აცხადებენ რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა მას თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გააგრძელებენ. შეგახსენებთ კომპანია “აგარის შაქრის” თანამშრომლები მეექვსე თვეა უმუშევრად არიან და თითქმის ორი თვის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ, 24 საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციას მართავდნენ.