საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, ჩაერიოს აეროფლოტის 3 პილოტის საქმეში. რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით “აეროფლოტს“ დაევალა 1 ბილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციის გადახდა ზეგანაკვეთური და ღამის სამსახურის მუშაობის გამო.
პროფკავშირების ცნობით, სამიდან ორი მფრინავი შეიყვანეს შეცდომაში, მათ გახსნეს უსაფრთხო დეპოზიტის/ანაბრის ყუთი აეროპორტის ბანკში, სადაც მათ კომპანიაში განუცხადეს, რომ შეინახებოდა მათი დოკუმენტაცია. ყუთის გახნისას პილოტებს დახვდათ ფული, რის შემდეგადაც დაუკავშირდნენ აეროპორტის ადმინისტრაციას და აცნობეს ფულის შესახებ. მათ უთხრეს, რომ ფული იყო კომპენსაცია ადრე განთავისუფლებული პილოტისათვის, მაგრამ მათ დახურეს ყუთი და ფული შიგნით დატოვეს.
შემდგომში ბანკის თანამშრომლებმა მიმართეს მათ, რათა ფული უნდა გამოეტანათ ყუთიდან. შემდეგ მათ ყუთი დაცალეს. ამის გამო დააკავეს ორი მფრინავი, მათ პოლიციელები ელოდნენ ბანკის გარეთ, ხოლო მესამე მათგანი დააკავეს შემდგომში. ამ დროისთვის სამი მფრინავი იმყოფება დაკავებული ქრთამის აღების ბრალდებით. საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის წევრი ორგანიზაციები: FNPR და KTR მხარდაჭერას გამოთქვამენ დაჭერილი მფრინავების მიმართ.
“აეროფლოტის“ ადმინისტრაციის ქცევა არის ძალიან საეჭვო, რის გამოც ჩვენ მოუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს შეისწავლოს მათი საქმეები, რათა მფრინავების უფლებები გარანტირებული იყოს რუსეთის კონსტიტუციით, ასევე გააკონტროლოს “აეროფლოტის“ საქმიანობა, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია უხეშად ერევიან პროფკავშირების საქმიანობაში. ეს მფრინავები არიან მსხვერპლინი, რის გამოც ისინი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდნენ ციხიდან და უნდა ჩატარდეს ღი გამოძიება.“ – განაცხადა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ.
14 ნოემბერს 100 ზე მეტმა პროფკავშირების წევრმა მიიღო მათ მხარდასაჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობა. „აეროფლოტი“ სოჭის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პარტნიორია.