Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ავალდებულებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირება მინიმალური ხელფასის დაწესებას?

ვალდებულებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას?  როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ განაცხადა, ევროკავშირისთვის ეს ცნება სავალდებულო არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს განსაზღვრული.

ალექსანდრიას განმარტებით, ევროპულ ქვეყნებში მინიმალური ხელფასის განსაზღვრულია არა კანონის დონეზე, არამედ საწარმოების შრომითი ხელშეკრულებებით, კერძოდ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ხდება შეთანხმება საათობრივი ანაზღაურების შესახებ.

“მიუხედავად ამისა, ფინანსური კრიზისის შემდეგ, ევროპაში მიიჩნევენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ცნება არ არსებობს, მინიმალური ხელფასის დაკანონება უნდა მოხდეს, რაც დასაქმებულს შესაძლო რისკებს აარიდებს“, – აღნიშნა მან.

მისივე ცნობით, ქართული კანონმდებლობა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ორ განკარგულებას ეყრდნობა – ერთი ეკუთვნის ედუარდ შევარდნაძეს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში თვეში 20 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მხოლოდ საჯარო სექტორს ეხება და ამ სფეროში დასაქმებულთათვის ხელფასის მინიმუმს 115 ლარით განსაზღვრავს.

როგორც ალექსანდრია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საჯარო სექტორში გაზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა, თანაც რამდენჯერმე, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კი არაფერი შეუცვლია. „იმდენად დაბალია მინიმალური ხელფასის ზღვარი კერძო სექტორში, რომ ხალხს საერთოდ მიავიწყდა მისი არსებობა, არანაირი ღირებულება ამ ზღვარს არ გააჩნია“, –აღნიშნა მან.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის აზრით, პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით კერძო სექტორში, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს სტანდარტი, რაც განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას. ალექსანდრიას განცხადებით, აუცილებელია მინიმალური ხელფასის ზღვარი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად გაიზარდოს და  მისი ოდენობა განისაზღვროს არა უმცირეს საარსებო მინიმუმისა, რადგან, მისი თქმით, საარსებო მინიმუმი არის ერთ–ერთი პარამეტრი, რის მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს მინიმალური ხელფასი. sashualox elfasi

commersant.ge

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.