პროფკავშირების ავსტრიული სკოლა დღეს მოწვეულ ევროკავშირის სამართლის ექსპერტს მასპინძლობს.
ეკა ქარდავა პროფკავშირული სკოლის ორივე ნაკადის ჯგუფების წარმომადგენლებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებზე და მათი შესრულების გზებზე ესაუბრება.
განხილვის საკითხებია: ევროკავშირის შრომის პოლიტიკა, ასოცირების ხელშეკრულება როგორც ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედებისთვის, რათა შრომის და დასაქმების პოლიტიკა ჩამოყალიბდეს; ასოცირბის შეტანხმება, მასში არსებული მესიჯები და მოთხოვნები სოციალური პოლიტიკის სფეროში; ევროკავშირის გადაწყვეტილებების მოდელი; ევროკავშირის სამართალი; ევროკავშირის რიგი დირექტივები; ასოცირების დღის წესრიგი და წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმები; ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA) და შრომითი სფეროა. საუბარი ეხება შენგენის საზღვრების კოდექსს, შრომის სამართალს და ა.შ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ახალგაზრდა პროფკავშირლების თეორიული ცოდნის გაძლიერებაა და ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადასაწყვეტად აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობასთან. აღნიშნული ლექცია პროფკავშირების ავსტრიული სკოლის ეგიდით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანების მხარდაჭერით 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ქართველი ახალგაზრდა პროფკავშირლებისთვის განხორციელდა გადამზადების პირველი ეტაპი. 2017 წლის სექტემბრიდან სკოლამ მეორე ნაკადი მიიღო და ამ პერიოდისთვის მეორე ნაკადის გადამზადება მიმდინარეობს.