,,რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებული მუშები მე-12 დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებისა და სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები. სამსახურიდან გათავისუფლებული მუშებისა და პროფკავშირების ძირითადი მოთხოვნაა, მათი საწარმოში უპირობო დაბრუნება. როგორც მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, სამსახურიდან დათხოვნილი მუშები სასამართლოში სარჩელის შესატანად დოკუმენტაციას აგროვებენ და იურისტებთან კონსულტაციას გადიან. ,,კარგია, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა მუშებთან მოლაპარაკებაზე წამოვიდა და მათ კომპენსაციისა და ერთი თვის ხელფასის გადახდას სთავაზობს, თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და აქციებს მათი სამსახურში აღდგენამდე არ შევწყვეტთ”, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ. როგორც სს ,,რუსთავის აზოტში” აცახდებენ, საწარმოს ხელმძღვანელობა მუშებს სამი თვის განმავლობაში 500-500 ლარის ოდენობის კომპენსაციასა და იანვრის თვის ე.წ. მეცამეტე ხელფასს ჩაურიცხავს, სამსახურში კი ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ დააბრუნებს.
გამოყენებული ფოტო და წყარო: გაზეთი “რეზონანსი”