Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“აზოტში“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელები აირჩიეს

1012104_607601969264396_1060479574_n17 ივნისს, ქალაქ რუსთავში, “აზოტის“ ქარხანაში დასაქმებულმა პროფესიული კავშირის წევრებმა, ქარხანაში მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე აირჩიეს.
შრომითმა კოლექტივმა შპს ,“რუსთავის აზოტის” პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ, გელა ბიჭიაშვილი აირჩია.
გელა ბიჭიაშვილის პირველ მოადგილედ, მიხეილ მახალდიანი იქნა არჩეული. შპს ,“რუსთავის აზოტის” პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მეორე მოადგილედ კი, შრომითმა კოლექტივმა ქალბატონი მაია შუბითიძე აირჩია.
არჩევნებს ესწრებოდნენ და აკვირდებდნენ: საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე, ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია და დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში, აბესალომ ქევხიშვილი. არჩევნების მონაწილეთა და დამსწრეთა განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და საწარმოს ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში არ ჩარეულა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.