Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ამაზონი“ – მსოფლიოში ყველაზე ცუდი დამსაქმებელი

ჯეფ ბეზოსმა, “ამაზონის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, “გაიმარჯვა“ “მსოფლიოში ყველაზე ცუდი დამსაქმებლის” კონკურსში, რომელის შედეგებიც გამოცხადდა საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანების მესამე მსოფლიო კონგრესზე ბერლინში სადაც 1500 დელეგატი 161 ქვეყნიდან იმყოფებოდა.  როგორც იცით, საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანება წარმოადგენს 180 მილიონზე მეტ დასაქმებულს.

შარან ბაროუს (ITUC –ის გენერალური მდივანი) განცხადებით, დღეს ბევრი დამსაქმებელია რომლებიც დასაქმებულთან კავშირში ცუდი ისტორიით გამოირჩევიან. აქედან 9 მოხვდა 2014 წლის მსოფლიოში პირველადჩატარებულ “ყველაზე ცუდი დამსაქმებლის“ კონკურსში.

“კორპორატიული სიხარბე კონტროლის მიღმა რჩება და აშინებს სახელმწიფოთა ხელისუფლებებს კაპიტალის გატანით. მთავრობისთვის 1%–ის სიხარბე როგორც ჩანს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 99%–ის სიცოცხლის პირობები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ამ ფენომენის გაშუქება. ესაა ფენომენი, რომელიც დემოკრატიული სისტემის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ლახავს მშრომელთა უფლებებს და მხარს უჭერს მონობას.

გერმანიაში მოქმედი ფირმა “ამაზონი“ თავის დასაქმებულებს აღიქვამს როგორც რობოტებს. კომპანიამ ისიც კი განაცხადა, რომ რამოდენიმე წელიწადში მათ უნდათ რობოტებით ჩაანაცვლონ ეს ადამიანები.

ჯეფ ბეზოსი ასევე წარმოადგენს იმ არაჰუმანურ დამსაქმებლებს, რომლებიც ამერიკულ კორპორატიულ მოდელის მიდევრები არიან. ეს არის მესიჯი დიდი ბიზნესისთვის: დაიხიეთ უკან, თქვენ ვერ დააჩოქებთ მშრომლებს!“– განაცხადა შარან ბაროუმ.

20,000–მა ადამიანმა გასცა პასუხი პროფკავშირების კითხვარზე და ამ 9 დამსაქმებლებიდან რომელნიც არა მხოლოდ მშრომელთა უფლებებს არღვევენ, ისინი კორპორატიულ შანტაჟსაც ეწევიან, თაღლითობენ და ცდილობენ მოქალაქეებს თავზე მოახვიონ მათი ბინძური საქმიანობა როგორც პოზიტიური ცვლილებები.

“ამაზონი“ ასევე ლიდერი აღმოჩნდა საშემოსავლო გადასახდების თავის აცილების და მძიმე შრომის პირობების სფეროშიც. yvelaze cudi damsaqmebeli

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.