ანტიკორიფციული პოლიტიკა
მთავარი / ანტიკორიფციული პოლიტიკა
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი
ზოგადი დებულებები
- აღნიშნული დოკუმენტის მიღებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები (შემდგომში ,,პროფკავშირები“) აცხადებენ ნულოვან ტოლერანტობას კორუფციასთან მიმართებით.
- პროფკავშირები მოწოდებულია აწარმოოს საქმიანობა ეთიკური და პატიოსანი გზით და მოწოდებულია დანერგოს და განხორციელოს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის პრევენციას. ჩვენ საქმიანობის მთავარი პრინციპებია პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და სამართლიანობა.
- ორგანიზაცია განუხრელად იცავს კორუფციასთან დაკავშირებულ როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნულ კანონმდებლობას .
- ორგანიზაცია აღიარებს, რომ კორუფცია აკრძალულია კანონით და დადგენილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა.
- წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი ვრცელდება ყველა ხელმძღვანელ პირსა და თანამშრომელზე იმისდა მიუხედავად, თუ რა ვადით და რა სახელშეკრულებო პირობებით არიან დასაქმებულნი, მათ შორის მოხალისეობრივ საწყისებზე მომუშავეებზე. პროფკავშირები აღნიშნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკას ავრცელებს მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებზე და მის თანამშრომლებზე.
პოლიტიკის დოკუმენტის მოქმედების სფერო
პოლიტიკის დოკუმენტი ეხება შემდეგ ოთხ სფეროს:
#1 საჩუქრები და სტუმარ-მასპინძლობა
ორგანიზაცია მიიღებს სტუმართმასპინძლობის და კეთილი ნების ჟესტებს თუ საჩუქრების მიცემა/ მიღება აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს, კერძოდ თუ:
- ის არ არის გაკეთებული მხარეზე ზეგავლენის მოხდენის, მისგან უპირატესობის მიზნით და/ან საპასუხო სარგებლის მიღების მოლოდინით;
- თუ ის არის შესაბამისობაში ეროვნულ კანონმდებლობასთან;
- თუ ის არის ორგანიზაციის და არა ინდივიდის სახელზე;
- თუ იგი არ მოიცავს ფულს ან ფულადი ექვივალენტს,
- თუ მიცემულია / მიღებული ღიად, არა ფარულად.
#2 ხელშეწყობის გადასახადები
პროფკავშირები არ მიიღებს და არც გასცემს არანაირი სახის მხარდაჭერის/ ხელშეწყობის გადახდებს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მსგავსი გადახადები წარმოადგენს ქრთამის ფორმას.
ორგანიზაცია არ განახორციელებს ან იღებს ე.წ. „ქეშბექებს“. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ე.წ. „ქეშბექები“, როგორც წესი, ხორციელდება სასარგებლის ან უპირატესობის სანაცვლოდ.
#3 პოლიტიკური კონტრიბუციები
პროფკავშირები არ ახორციელებს შემოწირულობებს, არც ნაღდი ფულით, არც რაიმე სხვა სახით, რათა ხელი შეუწყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიას და კანდიდატს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს შეიძლება იყოს აღქმული, როგორც არასათანადო ბიზნეს უპირატესობის მოპოვების მცდელობა.
#4 საქველმოქმედო კონტრიბუციები
პროფკავშირების საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქველმოქმედო კონტრიბუციების გაცემას სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა მომსახურება, ცოდნა, დრო, ან პირდაპირი ფინანსური დახმარება.
ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ საქველმოქმედო კონტრიბუცია გამოყენებულ არ იქნას ქრთამის აღების ფაქტის დასამალად.
თანამშრომელთა ვალდებულებები
ორგანიზაციის ყველა ხელმძძღვანელი პირი და თანამშრომელი ვალდებულია:
- გაეცნოს და შეასრულოს წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი;
- თავიდან აიცილონ ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, ან გულისხმობს, ამ პოლიტიკის დარღვევას;
- მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებულ ტრეინინგებსა და გადამზადებაში.
მონიტორინგი
პროფკავშირების აპარატის უფროსი და ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ამ პოლიტიკის შესრულებაზე და უზრუნველყოფს მის მონიტორინგს.