Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ჩემპიონატი მშრომელთა უფლებების ხარჯზე

ყატარში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების აღშფოთებამ აიძულა FIFA-ს გენერალური კომიტეტის თავმჯდომარე  FIFA-ს ბოლო ოქტომბერში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ეს სიტყვები რომ ეთქვა: “FIFA ვერ ჩაერევა ვერცერთი ქვეყნის შრომით უფლებებში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იგნირირება მათი.“

უკანასკნელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ზეფ ბლატერმა პირობა დადო, რომ მოაწყობდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ყატარში შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანთან და გამართავდა მოლაპარაკებებს შრომით უფლებებზე და მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში.

ეს არ არის საკმარისი. FIFA-მ უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა შეწყდეს ქვეყანაში მუშების უფლებების დარღვევა და გაუმჯობესდეს შრომის პირობები, რადგან ყატარა 2022 წელს მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს.

“გარდიანში“ ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: მსოფლიო თასის მონები.

ჩრდილოეთ ირლანდია, ჯიმ ბოისი, FIFA-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი: “შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებებით, რაც გაზეთში წავიკითხე ამ დილას. FIFA-მ დაუყონებლივ უნდა გამოიძიოს ეს ინფორმაცია და წარუდგინოს უახლოეს FIFA-ს აღმასრულებელ კომიტეტს.“

იორდანიის პრინცი, ალი ბინ ჰუსეინი, FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი: “FIFA-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ჩავერევით სხვის საქმეებში.“ ასევე მან დაამატა: “მაგრამ სადაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ვალდებულებები, ისეთი როგორც სტადიონების მშენებლობაა. ჩვენ პასუხიმგებლობას ვიღებთ, რომ ადგილზე აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტები.“

გერმანია, თეო ზვასიგერი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი: “ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იყო დიდი შეცდომა“.

FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტების წევრებისადმი დასაქმებულთა უფლებების დამცველებს შემდეგი მოთხოვნები და კითხვები აქვთ:

  • მშრომელთა უფლებების საკითხი გახდეს მთავარი აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრის საგანი;
  • კატარში დაღუპულ მუშათა საქმეების გამოძიება;
  • მოვითხოვოთ პროფკავშირების მიერ სამუშაო ადგილების ინსპექტირება;
  • არა მსოფლიო ჩემპიონატს მშრომელთა უფლებების დაცვის გარეშე!

http://act.equaltimes.org/en/excokatari

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.