Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ახალი “სტარტი“ შსო-ს სტანდარტების ხელშესაწყობად და სოციალური დიალოგის გასაძლიერებლად

1384858_4964208762419_1753554807_nსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესზე მიღებულ იქნა ახალი პროგრამა შსო-ს კონვენციების რატიფიკაციისათვის და სოციალური დიალოგის გასაძლიერებლად 2013- 2017 წლების პერიოდისათვის. საქართველოს პროფესოიული კავშირების გაერთიანებამ შეიმუშავა ახალი პროგრამა რათა ხელი შეუწყოსქვეყანაში  შსო-ს კონვენციების რატიფიკაციას და სოციალური დიალოგის გაძლიერებას 2013-17 წლების პერიოდში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  პრეზიდენტმა განაცხადა: ““ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობა ზოგადად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განსავითარებლად, ამასთანავე პროფკავშირების მიზნების მისაღწევადაც.“

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გამოვა ინიციატივით ქვეყანაში მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #183 (დედობის დაცვა), #176 (უსაფრთხოება და ჯანდაცვა მაღაროებში), #156 (ოჯახური ვალდებულებების შეთანხმების შესახებ) და #102 (სოციალური დაცვა) კონვენციების რატიფიცირება.“ – დასძინა ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესზე, რომელიც ქობულეთში 20-21 სექტემბერს გაიმართა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმებულთა ღონისძიებების ბიურო (ACTRAV) მხარს დაუჭერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ქვეყანაშიო შსო-ს სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში. “საქართველო არის და რჩება ACTRAV-ის სამიზნე ქვეყნად უკანასკნელი წლების განმავლობაში.“ – განაცხადა სერგიუს გლოვაცკასმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის დასაქმებულთა ღონისძიებების მთავარმა სპეციალისტმა. “2013 წელს ACTRAV-ის დახმარებით შეიმუშავა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სტრატეგია მშრომელთა და პროფკავშირელთა უფლებების დასაცავად.“

ამას გარდა, საქართველოში სოციალური დიალოგის, სამხრივი სოციალური სამხრივი კომისიის გაძლიერება ხელშ შეუწყობს მთავრობას და სოციალურ პარტნიორებს წარმართონ კოლეტიური მოლაპარაკებები კომპანიებსა და დარგობრივ დონეზე.

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთოიანება იმედს გამოთქვამს რომ აღდგება სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის წესდება შევიდა ცვლილებები რომლის მიხედვითაც მას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს იქნება შესაძლებლობა სოციალური პარტნიორებისათვის შეშფოთება გამოხატონ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე.“ – განმარტა ირაკლი პეტრიაშვილმა.

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გამოდის რამდენიმე წინადადებით, რათა გაძლიერდეს სოციალური დიალოგი ორმხრივ დონეზე კომპანიებსა და დარგობრივ ორგანიზაციებში.“ – დასძინა ირკლი პეტრიაშვილმა.

კონგრესში 176 დელეგატი და 40-ზე მეტი საერთაშორიშო სტუმარი, მათ შორის ACTRAV-ის დირექტორმა, მარია ჰელენა ანდრე, საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის მოადგილე, იაპ ვენენი, მთავრობის წარმომადგებლები და დამსაქმებლები მონაწილეობდნენ.

http://www.ilo.org/actrav/info/pr/WCMS_224026/lang–en/index.htm

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.