Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბიზნესის ინტერესები დასაქმებულთა ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოს კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ნავთობის და გაზის, მომსახურების და ბანკების სფეროს დარგობრივი პროფკავშირები, რომელთა შემადგენოლობაშია ისეთი სტრატეგიული პირველადი ორგანიზაციები როგორიცაა, ენერგეტიკული ობიექტიბი: „ელექტროსისტემა“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „ენგურჰესი“, „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“, „ყულევის ტერმინალი“, სს „სილქნეტი“, შპს „საქართველოს ფოსტა“, „ საქტ ტელე რადიო ცენტრი“, სს „ თელასი“, „თბილისის წყალმომარგება“ და სხვები,
დასაქმებულთ სახელით, გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას და უკმაყოფილებას,

შრომის კოდექსის პროექტში შეტანილი, ბოლო მოულოდნელი ცვლილებების გამო. ავღნიშნავთ, რომ ცვლილებები არის მიღებული ზოგიერთი ბიზნეს ჯგუფის ზეწოლით. მოვუწოდებთ პარლამენტსა და მთავორბას დაუბრუნდნენ პირველი მოსმენით – მიღებული კოდექსის პროექტის განხილვას.

თუ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ბიზნეს ჯგუფების მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, ზედმეტი იქნება საუბარი შრომის კოდექსის ევროპულ ვარიანთან მისადაგებაზე. ნუ გვაიძულებთ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომას.
„ქართული ოცნებას“ კი მოვუწოდებთ შეუდგეს წინასარჩევნო დაპირების შესრულებას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.