Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ბიპის ურჩევნია სააგენტოს მიერ აყვანილი კადრები პროფკავშირში არ გაწევრიანდნენ”-

boycott bp“ბიპის ურჩევნია სააგენტოს მიერ აყვანილი კადრები პროფკავშირში არ გაწევრიანდნენ”- გამოცემა “Georgia Today” ვრცელ პუბლიკაციას
ბიპი ჯორჯიასა და მის კონტრაქტორ კომპანიას, ადამიანური რესურსების რეკრუტირების სააგენტოს შორის არსებულ დავას უძღვნის და წერს რომ შრომითმა დავამ რომელშიც აქტიურადაა ჩართული პროფკავშირი, შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტროდან გადაინაცვლოს საქალაქო სასამართლოში. “უკვე არსებობს 2 სარჩელი, რომლებიც მუშა ხელის დისკრიმინაციას, გამოხატვის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხება.” წერია სტატიაში. პუბლიკაციაში საუბარია კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, პროფკავშირული ნიშნით დევნაზე და პროფკავშირის ბრძოლაზე დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. georgia-today-bp-oct-2016

 

ამავე საკითხს პუბლიკაციას უძღვნის გაზეთი რეზონანსი, რომელიც ძირითადად სამსახურიდან პროფკავშირული ნიშნით დათხოვნილი, პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერისი ვახტანგ პირმისაშვილის ინტერვიუს ეყრდნობა.

 

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2-bpგთავაზობთ ინტერვიუს:

 

კომპანია BP-ის დაპირისპირება  პროფესიულ  კავშირთან

სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში პროფკავშირულ ორგანიზაციას არასდროს უარსებია. დიახ იყო დასაქმებულთა მხრიდან პროფკავშირული ორგანიზაციის ამოქმედების მცდელობა, მილსადენის მშენებლობის საწყის სტადიაზე 2003 წელს, მაგრამ ამ მცდელობამ განვითარება ვერ ჰპოვა. 2015 წელს „BP”-ს კონტრაქტორი დასაქმების სააგენტოს დასაქმებულებმა კონსოლაცია მოახერხეს და პროფკავშირი შექმნეს. სწორედ პირველადი ორგანიზაციის შემქნის შემდეგ დაიწყო თანამშრომელთა პროფკავშირული დევნა. დამსაქმებლის რეპრესიების ერთ ერთი მსხვერპლი ორგანიზაციის დამფუძნებელი  ვახტანგ პირმისაშვილი გახდა.

ბატონო ვახტანგ, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება გესარგებლათ საქართველოს კანონით „პროფკავშირების შესახებ“ და დაგეფუძნებინათ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია. რა მოსაზრებებით იხელმძღვანელეთ როდესაც გამოიყენეთ ეს უფლება?

2015 წლის აგვისტოდან ჩვენს დამქირავებელთან წარმოიშვა სადაო საკითხები, რომელზეც თანამშრომლების ნაწილმა უკმაყოფილება გამოვთქვით და წერილობით დავაფიქსირეთ ჩვენი პრეტენზიები.

სოციალური სახის მოთხოვნებს კომპანია “BP”-ის კონტაქტორ დასაქმების სააგენტოს ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ვუყენებდით. რამდენჯერმე მივმართეთ თავად კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმსაც”, თუმცა ჩვენს მიერ დაყენებულ არც ერთ საკითხზე დადებითი რეაგირება არასდროს მომხდარა. სხვა საკითხებს ისიც დაემატა, რომ გასული წლის ოქტომბრერში პრობლემები შეგვექმნა კონტრაქტით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით. დაზღვევის პირობების გაუარესებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დასაქმებულთა შორის და არაერთი მკაცრი წერილი გაიგზავნა სააგენტოს ხელმძღვანლთან. ასევე, წერილით მივმართეთ ბიპი საქართველოს ხელმძღვანელს კრის შლუტერს. კომპანიამ ორგანიზება გაუწია ერთობლივ შეხვედრას ყველა სააგენტოს თანამშრომელთან წამოჭრილი საკითხების განსახილველად, რაც დადებითად იქნა აღქმული დასაქმებულთა მხრიდან, თუმცა, იმავე შეხვედრაზე დაფიქსირდა მათი პოზიცია, რომ არც ერთი მოთხოვნა არ იქნებოდა დაკმაყოფილებული. იმედგაცრუებული თანამშრომლების უმრავლესობამ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პირველადი პროფესიული ორგანიზაცია და გავერთიანებულიყავით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში, რათა კანონის ფარგლებში დაგვეცვა ჩვენი უფლებები.

თქვენმა პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ იხელმძღვანელა რა ისეთი პროფკავშირული პრინციპებით, როგორიც არის სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური დიალოგი და სოციალური პარტნიორობა, მოამზადა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი. როგორია ეს პროექტი? რამდენად ითვალისწინებს იგი დასაქმებულთა სოციალურ, შრომით, მატერიალურ და პროფესიულ ინტერესებსა და უფლებებს?

პირველადი პროფკავშირის შექმნიდან 1 კვირაში (2015 წლის დეკემბერი) ჩვენი მხრიდან მოხდა კოლექტიური ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის მომზადება და დამსაქმებელთან გადაგზავნა შეთანხმებისთვის. აღნიშნული, კოლექტიური ხელშეკრულების სამუშაო ვერსია ითვალისწინებს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის სოციალურ, შრომით, მატერიალურ და პროფესიული ინტერესების და უფლებების დაცვას.

ცივილიზებული ბიზნესის გამორჩეული ნიშანი არის სოციალური პარტნიორობა დასაქმებულთა სოციალურშრომითი ინტერესების დამოუკიდებელ წარმომადგენელთანპროფკავშირთან. როგორი იყო BP საქართველოს და დასაქმების სააგენტო ეიჩარ“-ის დამოკიდებულება თქვენი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მხრიდან გამოჩენილი სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ინიციატივაზეკოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე?

მსუბუქად, რომ ვთქვათ „უარყოფითი“. დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ წარმოადგენს კომპანია „BP“ საქართველოს კონტრაქტორს, რომლის დახმარებითაც კომპანია ცდილობს თავი აარიდოს სოციალურ პასუხისმგებლობას და მათ სრულად დააკისროს შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა პროფკავშირის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, ორივე დამქირავებელმა ერთი პოზიცია დაიკავა. მათ ერთობლივად გადაუგზავნეს წერილი ყველა სააგენტოს თანამშრომლებს, სადაც სააგენტოს და ბი-პი-ს დირექტორი, როგორც ეს სასამართლო შესაგებელში არის განმარტებული, მიმართავენ დასაქმებულებს თხოვნით, „რომ ისინი არ გაწევრიანდნენ პირველად პროფკავშირში“. აღნიშნულმა წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია დასაქმებულებში და დიდმა ნაწილმა უფროსების ამგვარი მითითების გამო უარი განაცხადა გაწევრიანებაზე.

რაც შეეხება კოლექტიურ ხელშეკრულებას, 11 თვის მანძილზე  კავშირის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაზე შეთანხმებაც კი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ დამსაქმებლები ამ მეთოდით ცდილობენ ხელი შეუშალონ პროფესიული კავშირის ჩამოყალიბებას.

პროფკავშირის მიერ პროფკავშირული ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების მიზნით საქართველოს კანონიპროფკავშირების შესახებმას მთელ რიგ უფლებებს ანიჭებს, ასეთი არის მატერიალური რესურსი და დრო. თქვენს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან მიმართებაში, რამდენად დაიცვა დამსაქმებელმა საქართველოს კანონიპროფკავშირების შესახებ“? გამოგიყოთ თუ არა შესაბამისი ფართი, ავეჯი, კავშირგაბმულობის საშუალებები და რაც ყველაზე მთავარია ანაზღაურებადი დრო, რათა პროფკავშირული ფუნქციების განხორციელებით თქვენ სრულფასოვნად შეძლოთ სოციალური პარტნიორობა დამსაქმებელთან?

კოლექტუირი ხელშეკრულების პროექტში, ჩვენ გავწერეთ ყველა ის მოთხოვნა რასაც პროფკავშირების შესახებ კანონი ითვალისწინებს მატერიალურ რესურსებთან და ანაზღაურებად დროსთან დაკავშირებით. დამსაქმებლებმა და მათმა იურისტმა კანონის არასწორი ინტერპრეტაციით, კანონით მინიჭებული შეკრების და გაერთაიანების უფლება ილუზურული გახადეს. კოლექტიური ხელშეკრულების მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში შეიტანეს ისეთი რამოდენიმე პუნქტი, რომელიც შეკრების უფლებას პრაქტიკულად მთლიანად გვიზღუდავს. მაგალითად: გვქონდეს შეკრების უფლება მხოლოდ სამუშაო დღის 13:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, რაც შეუძლებელი არის რადგანაც პირველადი პროფკავშირის წევრები საქართველს სხვადასხვა რეგიონში არიან დასაქმებული.  ასევე მათ კოლექტიურ ხელშეკრულებაში დააფიქსირეს, რომ დასაქმებულთა გაერთიანების პროფკავშირული საქმიანობისთვის დახარჯული დრო არ ანაზღაურდებოდა დამსაქმებლის მიერ. ბუნებრივია შეკრების უფლების გამოყენება გადავწყვიტეთ არასამუშაო საათებში, თუმცა დამსაქმებელმა ეს ფაქტორიც გაითვალისწინა და კოლექტიურ ხელშეკრულებაში დააფიქსირა, რომ იტოვებდა უფლებას უარი ეთქვა დასაქმებულთათვის, არასამუშო საათებში შეხვედრის ოთახით სარგებლობაზე. მიუხედავად არაერთი თხოვნისა გაეწიათ დახმარება კავშირის ფუნქციონირებისთვის – გამოეყოთ სამუშაო ადგილი, საკომუნიკაციო და საბეჭდი საშუალებები – დამსაქმებლებმა ამაზეც უარი განაცხადეს. აღნიშნული ქმედება ჩემი აზრით პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „პროფკავშირების შესახებ“.

რა შეფასებას აძლევთ თქვენს მიმართმშენებლობის მენეჯერთან დამსაქმებლის დამოკიდებულებას?  რა კანონიერი პრეტენზიები ჰქონდა დამსაქმებელს თქვენს პროფესიულ ცოდნასა და უნარებთან? რამდენად ფლობდით საჭირო თეორიას და როგორ შეგეძლოთ მისი პრაქტიკაში გამოყენება სამუშაო ამოცანების გადასაწყვეტად?

მე ექვსი წლის განმავლობაში ვიყავი კომპანია ბი-პი-სთვის დაქირავებული, თავდაპირველად როგორც პროექტის ინჟინერი და შემდგომში როგორც მშენებლობის მენეჯერი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა მიმეღო გაფრთხილება ან სიტყვიერი შენიშვნა დამქირავებლისგან ჩემს მიერ შესრულებულ სამუშაოზე. პირიქით ვთვლი, რომ ვიყავი მშენებლობის დეპარტამენტის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით დამაწინაურეს და გავხდი მშენებლობის მენეჯერი. მე ვარ საქართველოს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მაქვს მაგისტრის ხარისხი მშნებლობის მენეჯმენტში მაქვს ნავთობის ბიზნესში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება მაღალ თანამდებებებზე და ჩემი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება აკმაყოფილებს დამსაქმებლის ყველა მოთხოვნას.

დამსაქმებლის მხრიდან გამოვლენილმა პოზიციამ რა მორალურფსიქოლოგიური და სოციალური გავლენა მოახდინა თქვენს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში გაერთიანებულ წევრებზე, მთლიანად დასაქმებულთა კონტინგენტზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, კავშირის შექმნის მთავარი მიზანი იყო სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგის და სოციალური პარტნიორობის მიღწევა დამსაქმებელთან, რაც დღემდე არ არსებობს. ორივე დამსაქმებლის მხრიდან გამოჩენილმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა მოახდინა დასაქმებულთა კონტინგენტზე. “ბი-პი”-ს რამოდენიმე მენეჯერი პირდაპირ აძლევდა „მეგობრულ რჩევებს“ ქვეშევრდომებს არ გაწევრიანებულიყვნენ ან უკვე წევრებს დაეტოვებინათ კავშირი. ზეწოლა ჩემთან დაკავშირებით განხორციელდა  ფინანსური თვალსაზრისით, მას შემდეგ რაც შემიზღუდეს ზეგანაკვეთური მუშაობის უფლება, მოგვიანებით ამარიდეს სამუშაო პროცესს და საბოლოოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ამ საქციელით მათ „სამაგალითოდ დასაჯეს“ პროფკავშირის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, რითაც მორალურ-ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინეს დასაქმებულებზე. ამ ფაქტმა მალევე გამოიწვია კავშირიდან წევრების გადინება, რითაც საფრთხე შეექმნა საერთოდ კავშირის არსებობას.

რამდენად ხშირია თქვენი დასაქმების სფეროში ზეგანაკვეთური შრომა? როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა? ირღვევა თუ არა ზეგანაკვეთური შრომის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონითშრომის კოდექსიდადგენილი ნორმები?

აქტიური სამშენებლო პროექტების მიმდინარეობისას,  ზეგანაკვეთური შრომა შესაბამისი ანაზღაურებით ხშირი და ნორმალური მოვლენაა. თუმცა ბოლო პერიოდში, დამსაქმებელმა შეამცირა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, რაც პირდაპირ აისახა დასაქმებულთა შემოსავალზე. ხელშეკრულებით და შინაგანაწესის მიხედვით ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება ხდება შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებზე უკეთესად. ერთადერთი მოთხოვნა რასაც დასაქმებულები აყენებენ ამ კუთხით არის არასამუშაო შაბათი დღის და უქმე დღის ერთნაირი ზეგანაკვეთური ანაზღაურება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დასაქმებულები ითხოვდნენ უქმე დღის მაღალი ზეგანაკვეთური თანხით ანაზღაურებას, ჩვეულებრივ შაბათ დღესთან შედარებით.

თქვენი და თქვენი კოლეგების თვალსაზრისით, არსებულ პირობებში, რა პერსპექტივა აქვს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ პროფესიული ორგანიზაციის არაერთი მცდლობის მიუხედავად, ვერ ხერხდება სოციალური დიალოგის წარმოება და პარტნიორობა ვერც კომპანიასთან (BP) რომლისთვისაც სრულდება სამუშაო და ვერც დასაქმების სააგენტო ეიჩარ-თან. წლების მანძილზე რეაგირების გარეშე დარჩენილი მოთხოვნების და ბოლო პერიოდში კავშირის ფუნქციონირებაში – პირდაპირი ხელის შეშლის გათვალისწინებით, პირველადი პროფკავშირის კომიტეტმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლება და მიემართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის რათა გამოეყოთ მედიატორი, რომლიც დახმარებითაც ვცდილობდით დასაქმებულებთან სადაო საკითხების მოგვარებას. თუმცა ამ მცდელობამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. პირველ შეხვედრაზე დამსაქმებელთან,  მოხდა მედიაციის გახსნა და გარკვეულ საკითხებზე შეჯერება, თუმცა მოგვიანებით დამსაქმებელმა უნდობლობის მიზეზით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. დღეის მდგომარეობით მედიაცია შეჩერებულია და პირველადი პროფკავშირი თითქმის არ ფუნქციონირებს, რაც დამსაქმებლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

რა სახის წინაღობებია თქვენი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის საკითხში? რა სოციალურსამართლებრივ ქმედებებს მიმართავთ თქვენი სოციალურშრომითი უფლებების დასაცავად?

როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ დამქირავებელთან, მათგან ერთი არის დეფაქტო დამქირავებელი, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს სამუშაო პოლიტიკას. ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, სააგენტოს დამსაქმებელმა გაუუქმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითა მას დაქირავებული ჰყავდა მშენებლობის მენეჯერი ჩემი სახით. დღეის მდგომარეობით, ჩემი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ბი-პი საქართველოს მუდმივ შტატზე (ეს შტატი ივნისის თვეში გაჩნდა კომპანიაში) რომლის დაკავებაზეც უარი მეთქვა. ჩემი სოციალური და შრომითი უფლებების დასაცავად მივმართე საქალაქო სასამართლოს, სადაც ვითხოვ დისკრიმინაციის ფატის დადგენას, როგორც პროფკავშირული ნიშნით ასევე ჩემს მიერ გამოხატული განსხვავებული აზრის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურებას და ჩემის მიერ დაკავებული მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე აღდგენას.

დასაქმებულთა სოციალურშრომითი უფლებების დასაცავად რა სოციალურსამართლებრივი მხარდაჭერა მიიღო თქვენმა პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის პროფკავშირებისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან?

საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების მხრიდან ძირითადად ხდება სამართლებრივი დახმარება, რაც გამოიხატება იურისტების ჩართულობით. ასევე, გვაქვს მხარდაჭერა დამსაქმებელთან ურთიერთობაში, მედიაციის პროცესში და სასამართლოში წარმომადგენლობით. კონფედერაციის ჩართულობით აღნიშნული საკითხი შესულია საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების მიერ გაერთიანების თავისუფლების და სახეთაშორისო მუშათა ორგანიზაციის (ILO) კომიტეტთან და ექსპერტებთან გადაგზავნილ წლიურ მოხსენებაში. აღნიშნული თემა განიხილება  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტების მიერ ადამიანის უფლების დაცვის წლიურ მოხსენებაში. საქართევლოს პროკავშირული გაერთიანების დახმარებით აღნუშნული უფლებების დარღვევის ფაქტები გადაიგზავნება საქართველოს სახალხო დამცველთან, ომბუცმენთან.

მოქმედება ყოველთვის იღებს მაგალითს აქტიური პოზიციისგან, პირადად თქვენ როგორ გესახებათ წარმატების პერსპექტივა?

ბოლო პერიოდში დამსაქმებელთან წარმოშობილი დაძაბული მდგომარეობის გამო ძნელი იყო დასაქმებულების სიმტკიცის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მაგალითია განთავისუფლებული თანამშრომელი. ზოგიერთმა თანამშრომელმა ვერ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა ვერ ვამტყუნებ, რადგან აქტიურობის შემთხვევაში შემოსავლის და სამსახურის დაკარგვის საფრთხე დგას. თუმცა ვფიქრობ, რომ წარმატება ყოველთვის სიმართლის მხარეს არის. სწორედ ეს არის განმასხვავებელი და სიმტკიცის მომცემი ყველა აქტიური და პატიოსანი მოქალაქისთვის. სამართლიანი პოზიციის სიმტკიცე და ბოლომდე შეუპოვარი ბრძოლა, მიუხედავად უამრავი მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლისა, არის გამარჯვების წინაპირობა.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.