ბრიუსელში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ქალთა შრომითი და უფლებრივი მდგომარეობის საკითხები პერკის წევრ ქვეყნებში. შემუშავდა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები პერკის აღმასრულებელ კომიტეტზე წარსადგენად.
კომიტეტის სხდომაზე საქრათველოში ქალთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა.