Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გადასახადები სოციალურად სამართლიანი უნდა იყოს

 

3344778სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

მეოთხედი საუკუნეა რაც საქართველოში სოციალურად უსამართლო საგადასახადო სისტემა მოქმედებს. იცვლებოდნენ რეჟიმები, მაგრამ დამკვიდრებული სოციალურად უსამართლო გადასახადების პოლიტიკა უწყვეტად გრძელდებოდა და გრძელდება. მოქმედი საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურის ანალიზი ერთ დასკვნას გვაძლევს, მისი უდიდესი ნაწილი ირიბი გადასახადებით ივსება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი 18%–იანი დამატებითი ღირებულების გადასახადია, ეს გადასახადი არსებული საკუთრების, წარმოებისა და განაწილების წესის პირობებში უპირატესად მშრომელი კლასების გადასახადია.  25 წელია, რაც საგადასახადო სისტემა საზოგადოებაში ფულადი შემოსავლების სოციალურად უსამართლო დიფერენცი აციას ახდენს, რითაც მხოლოდ სიღარიბის ზრდას უწყობს ხელს. სოციალურად უსამართლო ამ სისტემამ შექმნა მდიდართა ეკონომიკა, რომელიც ღარიბთათვის სრულიად მიუწვდომელია, ამ სისტემამ შექმნა ასევე ინფლაციური პროცესების ხელშემწყობი ღარიბთა ეკონომიკაც. დღეს საზოგადოების მშრომელი კლასები საკუთარ მატერიალურ მდგომარეობაზე როცა ფიქრობენ ნათლად ხედავენ სოციალურად უსამართლო საგადასახადო სისტემის მოქმედების შედეგებს.  საქარ- თველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს თუ რეალურად სურს უშველოს ლარს, მაშინ მან უნდა იმუშაონ სოციალურად სამართლიანი საგადასახადო სისტემის პოლიტიკის მიმართულებით. სოციალურად სამართლიანი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება სასარგებლოა არა მხოლოდ მშრომელთათვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე ჩემი აზრით,  საქართველოს პარლამენტს შეუძლია შეიმუშაოს ამ ამოცანის გადასაწყვეტად საჭირო გამაერთიანებელი პოზიცია და ის შეიძლება დაეყრდნოს ექვს პუნქტიანი მიდგომას:

  1. მოხდეს ირიბი გადასახადების წილის შემცირება პირდაპირი გადასახადების წილთან;
  2. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი;
  3. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების იმ შემოსავალზე, რომელიც მათ არ უზრუნველყოფს მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტით, დაწესდეს სიმბოლური გადასახადი;
  4. ინვესტიციებსა და ინოვაციებზე დაწესდეს საგადასახადო შეღავათები;
  5. აიწიოს გადასახადმა მოგებაზე, გამონაკლისი გაკეთდეს მხოლოდ იმ საწარ- მოებისთვის, რომლებიც ეწევიან ეფექტურ სოციალურ პროგრამებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანებისათვი;
  6. 6. დაწესდეს მაღალი გადასახადი ფინანსურ ოპერაციებზე (ტობინის გადასახადი).

ეს პლატფორმა მხოლოდ ზოგადი, მაგრამ პრინციპული პოზიციაა, ხოლო კონკრეტული ნიშნულები, მათი შკალა და მოცულობები შეიძლება დადგინდეს სოციალურად სამართლიანი გადასახადების მხარდამჭერ სამოქალაქო საზოგადოების საერთო ეროვნული შეთანხმების სახით. სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის პოზიციის  მქონე საზოგადოებრივი  გაერთიანებების დარაზმული მოქმედებით ნამდვილად შესაძლებელია სოციალურად სამართლიანი საგადასახადო სისტემის დამკვიდრება.

საქართველო 1993 წლიდან მიუერთდა შრომის საერთასორისო ორგანიზაციას, რომლის 1944 წლის ფილადელფიის დეკლარაცია აცხადებს: „ყველა ადამიანს მიუხედავად მისი რასისა, რწმენისა და სქესისა, აქვს უფლება, თანასწორ პირობებსა და ეკონომიკურად უსაფრთხო გარემოში მიისწრაფვოდეს მატერიალური კეთილდღეობისკენ, თავისუფალი და ღირსეული ინტელექტუალური განვითარებისკენ.“

სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე სოციალურად სამართლიანი საგადასახადო სისტემა ამ უფლების განხორციელების უმნიშვნელოვანესი ქვკუთხედია.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.