განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა, ფერდ ვან ლოუვენმა განათლების ინტერნაციონალის კამპანია „გავერთიანდეთ ხარისხიანი განათლებისათვის-ხარისხიანი განათლება უკეთესი მომავლისათვის“ ბერლინში მიმდინარე პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების ყრილობაზე წარადგინა.
მან ყრილობის დელეგატებს გააცნო კამპანიის მიზნები და ამოცანები, რომელშიც განათლების ინტერნაციონალის წევრი ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობენ განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლები, მშობლები და სტუდენტები. მან ასევე აღნიშნა რომ განათლების ინტერნაციონალი მიესალმება აღნიშნული კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში მთავრობების მხრიდან განათლების საკითხებთან მიმართებაში პოზიტიურ მიდგომებსა და იდგმება ქმედითი ნაბიჟები, კერძოდ ხარიხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის შეინიშნება ბავშვებისთვის შესაბამისი სასკოლო პირობებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაზე ზრუნვის ტენდენტციები.
ფრედ ვან ლოუვენმა მოუწოდა პროფკავშირების გაერთიანებებს ეროვნულ დონეებზე მხარი დაუჭირონ განათლების ინტერნაციონალის კამპანიას და დღის წესრიგში უმთავრეს საკითხად, ყველასათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნა დააყენონ.
სიტყვით გამოსვლისას ფრედ ვან ლოუვენმა ხაზი გაუსვა ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას, რაც თითოეული ადამიანის სამუშაო პირობებისა და ცხოვრების, სოციალურ ეკონომიკური გარანტიების წინაპირობაა.
“დღესაც 60 მილინი ბავშვი მათ შორის უმრავლესობა გოგონა, მსოფლიო მასშტაბით კვლავ სკოლის მიღმა რჩება. თუ საჭირო ზომების გატრებისთვის ქმედითი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული მათ შვილიშვილებსაც კი ვერ დავაბრუნებთ სკოლებში. ხარისხიანი განათლებასა და პირად წარმატებას შორის კავშირი დიდია ამიტომ ყველა უნდა გავერთინდეთ და მივცეთ შესაძლებლობები მომავალ თაოებებს, ავიღოთ პასუხისმგებლობები ხარისხიანი განათლების ფუნდამენალური უფლებების ადვოკატირებისთვის“ – აღნიშნა მან. წყარო: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი