Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაიზრდება თუ შემცირდება უმუშევრობა საქართველოში?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა უმუშევრობის ზრდის პროგნოზმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფონდის პროგნოზით, წელს უმუშევრობა საქართველოში 1,7%-ით გაიზრდებოდა და 16,7%-ს მიაღწევდა. მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს – 17,3%-მდე, რაც დსთ-ის სივრცეში, სომხეთის შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2005 -2012 წლებში უმუშევრობა საქართველოში 13.8%-დან 15%-მდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ პერიოდში – 16.9% – 2009 წელს დაფიქსირდა. შესაბამისად, სსფ-ის ახალი პროგნოზი ყველა რეკორდს მოხსნის.ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზში ეჭვის შეტანა ძნელია, თუმცა არც ის არის მიზანშეწონილი, რომ ფონდის ნებისმიერ დასკვნასა თუ რეკომენდაციას “უაპელაციოდ მივუდგეთ”.

“საქართველოსთვის უმუშევრობა უკვე წლებია ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და რეგიონში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვქონდა. ცხადია, უახლოეს პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებელები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში საგანგაშო ტენდენცია არ იკვეთება. მაგალითად, 2013 წლის ორ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება “, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით, უმუშევრობის არსებულ დონეს უმთავრესად კერძო სექტორში სამუშაო ადგილების სიმცირე განაპირობებს.

„თუ უმუშევრობის აღმოფხვრა გვინდა, კერძო სექტორისათვის შესაბამისი პირობების შექმნას უნდა ვეცადოთ. ხელოვნურად, მოგონილი სახელმწიფო პროგრამებით ფსევდოდასაქმება არაეფექტურად მიმაჩნია”, – დასძინა აბაშიშვილმა.

სავალუტო ფონდის პროგნოზს გავრცელებისთანავე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადურიც.

“ამ პროგნოზს ლოგიკური დასაბუთება არ გააჩნია. შესაბამისად, სავალუტო ფონდი მის დაზუსტებაზე მუშაობს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დარგის სპეციალისტთა ნაწილი საქართველოს მთავრობასთან ერთად სავალუტო ფონდს და მის პოლიტიკასაც აკრიტიკებს, რომელიც დასაქმების ზრდის ხელშესაწყობად მთავრობის ჩარევას სუბსიდიებისა და სახელმწიფო პროგრამების გზით გამართლებულად მიიჩნევს.

UMUSHEVARაღსანიშნავია, რომ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აზიმ სადიკოვი ფინანსთა მინისტრის კრიტიკას ნაწილობრივ ეთანხმება. სადიკოვმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დახვეწაზე მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

“წლის ბოლოს უმუშევრობასთან დაკავშირებით იქნება უფრო ნათელი სურათი. გვექნება 2013 წლის მონაცემები, ასევე სტატისტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ ”, – განაცხადა სსფ-ის წარმომადგენელმა საქართველოში.

bpn.ge
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.