Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გამოწვევები ხარისხიანი განათლებისათვის

2013/2014 წლის მონიტორინგის გლობალაური ანგარიშის თანახმად კვალიფიციური მასწავლებლების ხელშეწყობა პრიორიტეტული გლობალური საკითხია.

ინიციატივა – განათლება ყველასათვის, UNESCO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მილენიუმის განვითარების ამოცანების ფარგლებში. მისი მიზანია ყველა ბავშვის, ახალგაზრდისა და ზრდასრულთა განათლების საჭიროებებით უზრუნველყოფა.

ყოველწლიურად UNESCO აქვეყნებს განათლება ყველასათვის მონიტორინგის ანგარიშებს.

29 იანვარს, ლობალური მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია საჯაროდ გამოქვეყნდა ეთიოპიაში. ანგარიშში წარმოდგენილია 2013/2014 წლის განათლების სისტემებში მიმდინარე პროცესების, შედეგების, გამოწვევებისა და საჭიროებების სტრატეგიები. გლობალური მასშტაბებით ხარისხიანი განათლების მისაღწევად ორ მნიშვნელოვან ასპექტზეა  ყურადღება გამახვილებული: გამომდინარე იქიდან, რომ განათლების სისტემის ხარისხი დამოკიდებულია მასწავლებლებზე, ხარისხიანი განათლების მისაღწევად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობებმა ფინანსებით უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს.    ანგარიში ყოველწლიურად გამოიცემა, ამ წლის ანგარიში ფოკუსირებულია მასწავლებელთა საჭიროებებსა და შესაბამისად მთავრობების მიერ მათი მხარდჭერის პროგრამების განხორციელების აუცილებლობაზე, რადგან მასწავლებელთა ტრენინგებით უზრუნველყოფა, მოტივაციის ამაღლება და წახალისება ხარისხიანი განათლების ამოცანების მიღწევის საფუძველია.

თუმცა როგორც მოცემულ ანგარიშშია აღნიშნული, მთავრობებმა, რომელთაც 2000 წელს დაკარში აიღეს ვალდებულებები  ,“მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა მასწავლებელთა სტატუსის ამაღლებაზე ზრუნვა დ მათი პროფესიის დაფასება“ და კვლავაც  ბევრი რამ არის გასაკეთებელი ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად, შესაფერისი ანაზღაურებისა და ყველა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ანგარიში ნათქვამია ,,ნებისმიერი სტრატეგია მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური,  თუ სტრატეგიის შექმნაში ჩართულნი იქნებიან, ისინი, ვინც რეალურად ნერგავენ და ახორციელებენ“  და მათ შორის სწორედ მასწავლებელთა პროფკავშირების როლი უმნიშვნელოვანესია.  სამწუხაროდ, არც მასწავლებელთა გამოცდილებებია გათვალისწინებული  და შესაბამისად  მასწავლებელთა პროფკავშირები არასაკამირსად არიან ჩართულნი სტრატეგიების განვითარებისა და ,,განათლება ყველასათვის” ამოცანების მიღწევის  პროცესში.

გლობალური მონიტორინგის ანგარიში ხაზგასმულია  ეროვნულ დონეებზე მასწავლებელთა  სრულყოფილი პოლიტიკის შექმნის აუცილებლობა. მასში განსაზღვრულია ოთხი მთავარი სტრატეგია, რათა მთავრობებმა ყველა ბავშვი უზრუნველყონ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით.

  1. საუკეთესო კადრების დაინტერესება მასწავლებლობის პროფესიით;
  2. მასწავლებლების  კვალიფიციური, შესაბამისი ტრენინგებით, გადამზდებითა და პროფესიული განვითარების  უწყვეტი პროცესით უზრუნველყოფა;
  3. მასწავლებლების საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ინიციატივების განხორციელება;
  4. შესაბამისი ზომების გატარება მასწავლებელთა პროფესიაში დარჩენის მიზნით.

ამის გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასწავლებლების კარიერული ზრდისათვის მოტივაციის ამაღლების მნიშვნელვანი ასპექტია მათი შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა.

,,განათლების ინტერნაციონალი” მიესალმება წარმოდგენილ სტრატეგიებს და მწუხარებას გამოთქვამს რომ მხოლოდ ეროვნული განათლების გეგმების მცირე ნაწილში არასაკამრისი ყურადღება იყო დათმობილი მასწავლებელთა განათლებაზე, მიმზიდველ ანაზღურებასა და კარიერულ სტრუქტურებზე, მათ შორის ქვეყნების მცირე ნაწილმა მოახერხა აღნიშნული ზომების გასატარებლად დაფინანსების შენარჩუნება.  შემაშფოთებელია რომ სტრატეგიების განხორციელება და წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია საკმარისი რესურსების გარეშე.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში შიდა რესურსების არასაკმარისობით მთავრობებმა ვერ მოახდინეს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის საკმარისი რესურსების გათვალისწინება.  რაც შეეხება მასწავლებელთა განათლებას, განათლების ბიუჯეტიდან მხოლოდ 2 % იხარჯება მათთვის ტრენინგებით მომსახურებასა და განვითარებაზე.

წყარო: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)

პირველწყარო: http://ei-ie.org/en/news/news_details/2848#

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.