Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცვა დაბა კაზრეთში

დღეს დილით ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში „არ-ემ-ჯი გოლდისა“ და „არ- ემ-ჯი კოპერის“ 300-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. საწარმო ამ დროისთვის პარალიზებულია. ოქროს საბადოს თანამშრომლების მოთხოვნები 30 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლებული 180-ზე მეტი ადამიანის სამსახურში უპირობო აღდგენა, ხელფასების მინიმუმ 40- პროცენტიანი მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მუშაობისას მათი უსაფრთხოება დაცული არ არის და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. რაც შეეხება ხელფასს, გაფიცულების თქმით, ანაზღაურება მინიმალურია და მათ მიერ გაწეულ შრომას არ შეესაბამება. აქციის მონაწილეებს დღეს დილით, 7 საათზე სხვა თანამშრომლები უნდა შეეცვალათ, თუმცა, ოქროს საბადოს ნაცვლად, ისინი კაზრეთში კულტურის სახლის წინ შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს არ დაუბრუნდებიან. თანამშრომელთა ის ნაწილი კი. რომელსაც საწარმოში მუშაობა არ შეუწყვეტია, ქარხნის გაჩერებას დაუშვებლად მიიჩნევს. საწარმოს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ რომ ფინანსური პრობლემების გამო ამ ეტაპზე გაფიცულთა ვერც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ, ამიტომ მათ მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს ოქროს საბადოს პარალიზება და თანამშრომლები სამსახურის გარეშე არ დარჩნენ. საპროტესტო აქციას ორგანიზება პროფკავშირებმა გაუწიეს.

საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მუშები მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

როგორც გაფიცულები ყვებიან, ხელმძღვანელობის მხრიდან  მათზე რეგულარულად ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, საწარმოში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და მუშებს არ აქვთ სამუშაოს მშვიდად შესრულების საშუალება.

გაფიცვა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უკვე გასულია წინასაგაფიცვო 21 დღიანი ვადა.

სოლიდარობა გაფიცულ მუშებს!kazret

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.