“ბრძოლა სამართლიანია და ის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება”- გაფიცულების მხარდამჭერი აქცია ქსანში
გაფიცვის მე 20 დღეს, ქსნის მინის ტარის ქარხნის თანამრომლებს სოლიდარობა და მხარდაჭერა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა და გაერთიანების ქალთა ორგანიზაციამ გამოუცხადეს. ქსანში იმყოფებოდა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, სამწუხაროდ კვლავ არაადეკვატურია დამსაქმებლის რეაქცია. საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ნუგზარ ჭინჭარაულმა გაფიცულების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ბრძოლა სამართლიანია და ის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. ეთერ მათურელმა გაფიცულებს გამძლეობისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალთა მონაწილეობაზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე. გაფიცულებს შეძახილებით ამხნევებდნენ აქციის ორგანიზატორები.