საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC) სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რკინიგზის მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს. საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილის იაპ ვიენენის მიერ გამოგზავნილ მხარდამჭერ წერილში ათქვმია, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია.
“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გვამცნო მიმდინარე დავის შესახებ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან და მოლაპარაკებების პროცესში მათ მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის უგულველყოფის შესახებ. გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას თქვენი მოთხოვნებისადმი და საჭიროებისადმი, რომ კონსტრუქციულად შედგეს კოლექტიური მოლაპარაკებები ყველა მონაწილე მხარის მიერ. თუ ასე არ მოხდება, სხვა საშუალებით შეუძლებელია რაციონალურობის შემოტანა ამ პროცესში.
ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებული მოვლენების მჭიდრო მონიტორინგს და მხარს დავუჭერთ თქვენს აქციებს თუ წარმოიქმნება ამის საჭიროება. გისურვებთ წარმატებას საქართველოს რკინიგზის მუშებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევაში“ – ნათქვამია წერილში.