Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გენდერული თანასწორობა კოლექტიურ მოლაპარაკებებში – რაისა ლიპარტელიანმა სომეხ კოლეგებს ქართული პროფკავშირების გამოცდილება გაუზიარა

სომხეთის პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, ერევანში, შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობა  კოლექტიურ მოლაპარაკებებში“ გაიმართა.

სემინარს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის (ILAW) რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში თამარ გაბისონია გაუძღვნენ.

მათ სომხეთის განათლების პროფკავშირის წევრებს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

სოციალური დიალოგი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად;
ადვოკატირება და ლობირება;
სტრატეგიული სამართალწარმოება.

შეხვედრა  თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგანშედგებოდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.