Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გლობალური პროფკავშირის, Industriall–ს ხელმძღვანელი ქართველი კოლეგების ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილია

Industriall Global Union-ის ევროპის რეგიონალური კონფერენციის დასრულების შემდეგ, გლობალური კავშირის ხელმძღვანელებმა სამუშაო თათბირი გამართეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ამ თათბირის შემდეგ კი გენერალური მდივანი იურკი რაინა და მისი მოადგილე ქემალ ოზკანი პირისპირ შეხვდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს – თამაზ დოლაბერიძეს და ცირა მენთეშაშვილს.

შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა ღიად გამოხატა კმაყოფილება დარგობრივი პროფკავშირის ბრძოლისუნარიანობასთან და მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გლობალური კავშირი Industriall-ი ყოველთვის მზად არის გამონახოს ყველა სახის რესურსი საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

გენერალური მდივნის მოადგილე – ქემალ ოზკანი დაინტერესდა ნორვეგიული პროფკავშირების მიერ მხარდაჭერილი პროექტის შესრულების მზადყოფნით, რომლის შესრულებასაც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი იწყებს 2014 წლის ივლისის თვიდან. პროექტი ითვალისწინებს დარგობრივ სექტორში შემომავალ საწარმოებში ორგანაიზერების გადამზადებას. tatbiri tamaz

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.