Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გსურთ შეამციროთ უთანასწორობა? საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კვლევის თანახმად, პროფკავშირებში გაერთიანება მთავარია!

მიუხედავად დიდი თავშეკავებისა, საერთაშორისო  სავალუტო ფონდმა, ამ კვირაში გამოსცა “პერსონალის განხილვის ნოტა”, რომელიც მოიცავს შოკისმომგვრელ სიახლეს. ძალიან თვალში საცემია უთანასწორობა, რომელიც გამოწვეულია მაღალი რანგის თანამდებობის პირების გადახდებით უკმაყოფილებით, რომელიც როგორც ადრე ვფიქრობდით, არ არის ტექნოლოგიური პროცესის ან მზარდი მსოფლიო ვაჭრობის უკუეფექტი. ხელმძღვანელების გადახდების შემცირების მინიმუმ ორმოცი პროცენტი გამოწვეულია პროფკავშირების ზეგავლენით და უთანასწორობის შემდგომი გაზრდა გამოწვეულია მინიმალური ხელფასების კიდევ უფრო შემცირებით. ვინ იფიქრებდა ამას?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლები სწრაფად მიხვდნენ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ყველა მომცველ ზომებს პროფკავშირებში გაერთიანების ზრდის მიზნით, წაახალისონ კოლექტიური გარიგებების დადება ან გაზარდონ მინიმალური ხელფასები. ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მზარდი უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად (ამის წინასწარ განჭვრეტის შესახებ მე დავწერე ბლოგში “უფრო ძლიერი პროფკავშირები”). თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, გზავნილი ნათელია. კვლევარებმა დაადგინეს, რომ პროფკავშირების დიდი რაოდენობა განსაკუთრებით მკვეთრადაა დაკავშირებული სუფთა მოგების თანაბარ განაწილებასთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროფავშირებს აქვთ ძლიერი ზეგავლენა გადანაწილების პოლიტიკაზე. მათ მიერ მიღებული შედეგების თანახმად, პროფკავშირების მცირე რაოდენობა ხსნის შემოსავლების 10-პროცენტიანი წილის დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდის ფაქტს. (განვიხილავთ პერიოდს 1980-2010წწ.) არ დაგავიწყდეთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ უთანასწორობას განიხილავს როგორც ძალიან ცუდ მოვლენას. არსებობს ორი ძირითადი გზა, რომლითაც პროფკავშირების მცირე რაოდენობამ გამოიწვია ის, რომ უმაღლესი რანგის მენეჯერებმა დიდი ხელფასები მიიღო. პირველი და ნათელია ყველასათვის, გარდა ეკონომისტებისა: თუ პროფკავშირები ნაკლებად ახდენენ ზეგავლენას თანამშრომელთა მასის გარანტირებულ მზარდ ხელფასებზე, უფრო მეტი ფული ტოპ-მენეჯერებს შეხვდებათ. კომპანიის მეანაბრეთა და წილის მფლობელთა ხელფასების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ფულს უმაღლესი რანგის მენეჯერები მიიღებენ – კიდევ ერთხელ ისმის კითხვა –  ვინ იფიქრებდა ამას?

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამის განსაზღვრა, მკვლევარები უშვებენ, რომ უფრო სუსტი პროფკავშირების შედეგად მცირდება ხელახალ გადანაწილებასთან დაკავშირებული ქმედებების პოლიტიკური ზეწოლა – ისინი ნაკლებად ერევიან და ახდენენ ზეგავლენას მზარდ გადასახადებზე, უფრო კარგ საჯარო სერვისებზე, უმუშევრების და უმწეოებისთვის უფრო მეტი შეღავათების შექმნაზე და ა.შ.  მდიდარი ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთ შემოსავლებს, რადგანაც პროფკავშირებს არ აქვთ საკმარისი ძალა მოითხოვონ მთავრობისგან მიიღოს მათგან სახსრები, იმისათვის რომ გამოიყენონ ფული ფართო მასებისათვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდს ოთხი თვე დასჭირდა რომ გამოეცა ეს დოკუმენტი (მარტში დოკუმენტი გამოქვეყნდა სტატიის სახით ჟურნალში) და ცინიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ ამ საკითხის განხილვა შეჩერებული იყო საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ შეთანხმების დადების დრომდე, იმ ზომების ჩათვლით, რომლებიც აშკარად – ამ კვლევის საფუძველზე – გაზრდიდნენ უთანასწორობას, რადგანაც კიდევ უფრო სუსტი გახდებოდა პროფკავშირებისა და კოლექტიური გარიგებების ძალა. ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი გამოიცა მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარ-სფეროში არდადეგები დაიწყო, უფრო ამძიმებს სიტუაციას. მაგრამ გზავნილი აშკარაა. შრომის ბაზრის სტრუქტურა ან ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ააშკარავებს უთანასწორობას, ზეგავლენას ახდენს პროფკავშირებზე. მაშინ სასაცილოა, რომ ეს დოკუმენტი გამოიცა კონსერვატული მთავრობის ჩვენზე კიდევ უფრო ბევრი თავდასხმის გამოაშკარავებიდან ერთი კვირის შემდეგ!

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.