დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა მასწავლებელთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა მსოფლიო დღედ იუნესკომ 1994 წელს გამოაცხადა,რადგან 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია ,,მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“–ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ დღეს!
გისურვებთ თქვენი უმნიშნელოვანესი ფუნქციის ღირსეულად შესრულებას, მაღალი სტანდარტის შრომის პირობებს, ღვაწლის დაფასებას და წარმატებული თაობების აღზრდას ქვეყნის საკეთილდღეოდ, რისი საფუძველიც მათთვის სწორედ კარგი განათლების მიცემაა.
ეთერ მათურელი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე:”დღეს მასწავლებლის დღეა.ვულოცავ ყველა მასწავლებელს და ვუსურვებ ერზე, სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული, მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობით აღსავსე , მართალი თაობების აღზრდას.
მადლობა თქვენ, თქვენი ყოველდღიური შრომისთვის.”