Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს” აქცია პარლამენტთან

ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების საპრტესტო აქცის გაიმართა. აქციის მონაწილეემბა პარლამენტისგან რეალური პოლიტიკის წარმოებას და მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ბოლო წლებში საკანონმდებლო ორგანო ფოკუსირებული იყო ისეთ საკითხებზე, როემლთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა, რალური პრობლემები კი ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. აქციის მონაწილეთა შორის მეშახტეები, მეტალურგები, მშენებლები და მაღაროელები იყვნენ. პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია; დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები; განხორციელდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა; დაიწყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება; დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი პროფკავშირების გაერთიანება იყო. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს: ““ის ცუდი მემკვიდრეობა, რაც წინაპარლამენტმა დატოვა, ამ პარლამენტმა უნდა შეცვალოს. ახალმა დეპუტატებმა უნდა დაინახონ რეალურად, რა გვაწუხებს. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და უფრო სოციალურად ორიენტირებული და განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, ნაცვლად კლანებზე და ინტერესჯგუფების ხელში სიმდიდრის მოქცევაზე. ”

აქციას საინფორმაციო გამაფრთხილებელი 15123383_10206163193638841_4039739973520521581_o15069142_10206163188118703_7357208791464929243_o 15110257_10206163184558614_6204648638293770086_o15069060_10206163182758569_6584145610412044796_oხასიათი ჰქოდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.