2017 წლის 12 ოქტომბერს მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის – ელექტროდეპო „ნაძალადევის“ პროფკავშირის კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო კრება გაიმართა. აირჩიეს დეპოს პროფკავშირის კომიტეტი და თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის XVI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატების არჩევა.
კრებამ უცვლელი დატოვა ელექტროდეპო „ნაძალადევის“ პროფკავშირის თავმჯდომარე მზია ასკილაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფუტკარაძე.
დეპოს პროფკავშირის კომიტეტმა თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის კანდიდატად ბესიკ ხარატიშვილი დაასახელა.