პროფკავშირული გაერთიანება „IndustriALL Global Union“-ის აფილირებული წევრის, „Birleşik Metal İş“-ის 2000 მეტი წევრის გაფიცვა თურქეთში დასრულდა გამარჯვებით, რომელმაც უზრუნველყო ელექტრომექანიკოსთა უკეთესი შრომითი პირობები.
სამი კომპანიის და 13 საწარმოს 2200-მდე მუშის გაფიცვა თურქეთში დაიწყო პარასკევს, 20 იანვარს, მას შემდეგ რაც წარუმატებლად დასრულდა ელექტროაპარატურის ტრანსნაციონალურ კომპანიებთან, „Schneider“-თან, „General Electric“ -სა და „ABB“-სთან პროფკავშირების მიერ წარმოებული კოლექტიური მოლაპარაკებები.
იმის მიუხედავად, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით გამოსცა განკარგულება, რომელის საფუძველზე უნდა გადადებულიყო ან საერთოდ აკრძალულად გამოცხადებულიყო ანალოგიური გაფიცვები, მუშებმა მაინც დაიწყეს აღნიშნული ინდუსტრიული აქტივობა. გარდამტეხ მომენტად იქცა 23 იანვარს ქვეყნის დედაქალაქში, ანკარაში, შრომის სამინისტროს პატრონაჟით გამართული მოლაპარაკებები პროფკავშირების წარმომადგენელთა და კომპანიათა მენეჯმენტს შორის. შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად კომპანიები დათანხმდნენ გაეზარდათ დასაქმებულთა ანაზღაურება, სოციალური ბენეფიტები, ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა და სხვა.
„Birleşik Metal İş“-ის გენერალურმა მდივანმა Özkan Atar-მა განაცხადა: “მრავალი წელია თურქეთში მუშათა გაფიცვა შეუძლებელი იყო იმ მიზეზით, რომ ხელისუფლება ბლოკავდა თითქმის ყველა აქციას თითქოს გაფიცვა წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისა თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ანალოგიური აკრძალვის მიუღებლობით, მუშები წავიდნენ დიდი რისკზე, რამდენადაც „უკანონო“ აქციაში მონაწილეობისათვის კომპანიები მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. მაგრამ ჩვენი წევრები არ შეუშინდნენ მუქარას და მშრომელებს აჩვენეს სხვა გზა – მათ ხელახლა მოიპოვეს გაფიცვის უფლება მთელი მუშათა კლასისათვის თურქეთში“.
მუშათა მიმართ გაერთიანება „IndustriALL“-ის გენერალურმა მდივანმა Valter Sanches-მა თავის მილოცვაში აღნიშნა: „მობილიზებით და მუქარის და ზეწოლის წინაშე შეუდრეკლობით თქვენ აჩვენეთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მაგალითი ყოველი ჩვენგანისთვის. ტრანსნაციონალური კომპანიები ვალდებული არიან დაემორჩილონ საერთაშორისო კანონებს ასოციაციის, გაერთიანების თავისუფლებისა და მუშათა უფლებების შესახებ ყველგან სადაც ისინი საქმიანობენ და არა მხოლოდ იქ, სადაც მათ ამას აიძულებენ“.
შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა „Birleşik Metal İş“-სა და EMIS-ს (ელექტრომექანიკოსთა სამსაქმებელთა ასოციაცია ) შორის ითვალისწინებს:
• ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირველი 6 თვის განმავლობაში საათობრივი ანაზღაურების გაიზრდება 1.2 თურული ლირით (0.32$), რაც საბოლოო ჯამში აისახება ხელფასების 18.5 %-ით ზრდაში. შემდგომი 12 თვის შემდეგ, ზრდა შეადგენს ინფლაციის მაჩვენებლის +1 პროცენტს.
• შრომითი ხელშეკრულება განისაზღვრს ორი წლით, დამსაქმებელთა მიერ მოთხოვილი სამი წლის ნაცვლად;
• სოციალური შეღავათების 27 %-იანი ზრდა;
• რელიგიური დღესასწაულების დროს ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება 200%-ით;
• ანაზრაურებადი დასვენება შშმ პირთა საერთაშორისო დღეს;
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა კომპანია ABB-ს ყველა დასაქმებულისთვის.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ულოცავს კოლგებს გამარჯვებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.