კიდევ ერთი უბედური შემთხვევა და კიდევ ერთი გარდაცვლილი მაღაროელი. ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
“მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი შეიქმნა 2015 წლის აპრილში ის მაინც უუფლებოა. ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს, თორემ ეს უკვე ემსგავსება ხალხის კვლას სამუშაო ადგილებზე. მათი უშუალო მოვალეობაა დღე-ღამის ნებისმიერ დროს ნებისმიერ კომპანიაში ან საწარმოში, იქნება ეს კერძო თუ საჯარო სექტორი, შევიდნენ და ჩაატარონ მოკვლევა. შრომის ინსპექტორებს უნდა მიეცეთ სანქციების გატარების უფლება. თუ ეს არ მოხდა, სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ზოგს საწარმოო ტრავმის შედეგად 6 თვეში 40 ადამიანის დაღუპვა, არც ისე ბევრი ჰგონია, არადა მდგომარეობა საგანგაშოა“, გოჩა ალექსანდრია