იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დაჟინებული მოთხოვნით, განმეორებით 21 მაისს შეყვანილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რათა კვლავ შეემოწმებინათ სასმელი წყლის ვარგისიანობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში.
აღნიშნული პრობლება უკვე ექვსი თვეა რაც არსებოს ზემოთ აღნიშნულ საწარმოში, ექსპერტიზაზე წარდგენილი წყლის ნიმუში გამოკვლეული მიკრობიოლოგიური პარამეტრების მიხედვით არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის N58 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა წინაბდებარე დასკვნასთან შედარებით მეტად სახიფათოა, რადგან მომატებულია ყველა ის მაჩვენებლები რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აგრეთვე აღმოჩენილია ნაწლავური ჩხირები.
ყოველივე ამის გამო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის N4 საამქროს თანამშრომლებმა 25 ივნისს დილის 8 საათზე უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე ალტერნატიული წყლის მოთხოვნის მიზნით, მუშაობა განახლდა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია, კერძოდ საამქროს უფროსი დაპირდა მშრომელებს უზრუნველყოფილი იქნებიან აღნიშნული ალტერნატიული სასმელი წყლით, პირობის დარღვევის შემთხვევაში მშრომელები კვლავ გამართავენ საპროტესტო აქციას.
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ჩართულობით ამ წუთებში მიმდინარეობს საწარმოში სხვადასხვა ლაბორეტორიების მიერ სინჯების აღება სასმელ წყალზე, რისი შედეგების მოგვიანებით გახდება ცნობილი.
