Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ზესტაფონში მიმდინარე გაფიცვას შაბათს, 25 მაისს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი ქარხნის მუშებიც შეუერთდებიან

 

IMG_9277

ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ დღეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამმა თანამშრომელმა– ზესტაფონის ფეროს პროფკავშირების თავმჯდომარემ გოგა ბრეგვაძემ, ანტონ ბიბილაშვილმა და რამაზე ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და კვლავ შიმშოლობა დაიწყო, რაც ძალიან სამწუხაროა.

ქარხნის მუშები ორიენტირებულნი იყვნენ კონსტუქციულ მოლაპარაკებებზე, როგორც ამას წლების და თვეების განმავლობაში აკეთებდნენ. აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა 21 მაისს, ზესტაფონში შეძლო დარწმუნებინა თანამშრომლები უარი ეთქვათ შიმშილობაზე და ისინი დაითანხმა კიდეც, თუმცა ადმინისტრაციის შანტაჟმა და ზეწოლამ, ასევე უპასუხისმგელბო განცხადებებმა კვლავ ამ ზომამდე მიიყვანა ზესტაფონელები.

ჩვენ ვცდილობდით სიმშვიდის შენარჩუნებას და ჯერ კიდევ 2010 წლიდან ვცდილობდით არსებული პრობლემები მოლაპრაკებების გზით გადაწყვეტილიყო, მოლაპარაკებათა ფორმატი გაგრძელებულიყო. ქარხნის თანამშრომლებს მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ უძლებდნენ პროვოკაციებს, მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ და არ შლიდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა ამის საპასუხოდ ადმინისტრაცამ ყველაფერი გააკეთა, რათა გაფიცვა დაწყებულიყო. გარდა იმისა, რომ შეთანხმებულ დოკუმეტს ხელი არ მოაწერა– ყველა მოლაპარაკება მათი მხრიდან გაჯერებული იყო შანტაჟით, ცინიზმით და პროვოკაციული ქმედებებით, ადმინისტრაციამ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებს სხვა გზა არ დაუტოვა და პროცესი ჩიხში შეიყვანა. ეს მაშინ, როდესაც მუშები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ვალდებულებებს, რომელიც ჰქონდათ აღებული, ითმენდნენ რათა არ ჩაშლილიყო მოლაპარაკებები– რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. ასევე მადლობას ვუხდით ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც ასევე 8 თვეა უშედეგოდ ელოდებიან კოლექტიურ შეთანხმებას, რომელსაც ადმინისტრაცია ხელს არ აწერს.

28 მარტს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებოდა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმაომდგენელი მოსმენებზე, რომელიც ეძღვნებოდა საჩივარს ვაჭრობის პრეფერენციებთან დაკავშირებით (GSP) და ეხებოდა შრომის კოდექსსა და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ ვანდალურ ქმედებებს პროფკავშირებთან დაკავშირებით, ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენელი ცდილობდა დაერწმუნებინა ამერიკის მხარე, რომ პარტნიორული დამოკიდებულების და ინტენსიური დიალოგის რეჟიმში იყვნენ პროფკავშირებთან.

უკვე გუშინ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოამდგენლებმა „გაურკვეველი ბრბო“ გვიწოდეს, დღეს კი ჭიათურაში მოლაპარაკეებებზე ადმინისტრაციამ დააყენა საკითხი, რომ დაელაპარაკებოდნენ ჭიათურის სამთო გადამამუშავებელი საწარმოს პროფკავშირულ ორგანიზაციას, თუმცა დარგის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის მონაწილეობის გარეშე.

ვარწმუნებთ „ ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას, რომ ახალი საჩივარი უშუალოდ მათ წინააღმდეგ შევა აშშ–ს ვაჭრობის პალატაში– იმ დარღვევებზე, რასაც ისინი ავლენენ, როგორც პროფკავშირებთან, ასევე გაფიცულ თანამშრომლებთან მიმართებაში.

გაფიცვა– ულტიმატუმის ენაზე საუბარი არ არის, რაშიც ქარხნის ადმინისტრაცია ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას. გაფიცვა არ არის ულტიმატუმი, რადგან ის კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული მოქალაქეებს. უფრო მეტიც– დანაშაულია ადმინისტრაციის მხრიდან გაფიცვის გამო ადამიანების დასჯა და მათთვის სადაზღვევო პოლისების ჩამორთმევა, სამსახურიდან გათავისუფლება და მათ ადგილზე სხვების მიღება, როგორც ხელმძღვანელობა თავიანთი განცხადებებით იმუქრება. დარწმუნებულნი ვართ, ამას ისინი ვერ შეძლებენ.

უზნეობა და დანაშაულია ადამიანებს შორის კონფლიქტის და შუღლის ჩამოგდების მცდელობა და ადმინისტრაციის მხრიდან– ე.წ. შტრეიკბრეხერების მობილიზება.

აქვე მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ტექნიკური ზედამხედველობის ინპექციას, შეამოწმოს იმ ამწის მემანქანეების და ლითონის მდნობელების კვალიფიკაცია და ლიცენზია, რომლებიც გაფიცვის პარალელურად – შეიყვანეს ქარხანაში, რათა ქარხნის მუშაობა არ შეფერხებულიყო და თანამშრომლები დაეშანტაჟებინათ. გადაამოწმეთ მათი კვალიფიკაცია და მუშაობის უფლება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები, რაც შეიძლება მოჰყვეს არაკვალიფიცური კადრების ქმედებებს.

ვინაიდან უკიდურესად გვაღელვებს თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და ქვეყნის ეკონომიკის ბედი, მიუხედავად ადმინისტრაციის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი კრიზისული მდგომარეობისა და შეურაცხმყოფელი გაცხადებებისა – მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.