Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ზუგდიდში მძღოლებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს

12 დეკემბერს, ზუგდიდის შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მძღოლები, ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივ ბაზარზე სხვა სატრანსპორტო კომპანიების შემოსვლის გამო. აქციას ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირიც შეუერთდა.  მძღოლების მოთხოვნის განხილვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ  უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, 2016 წლის 1 თებერვლიდან,  მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3200 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და 100 სოციალურად დაუცველი ოჯახი შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ განაცხადა, ინიციატივა თავად მძღოლებს ეკუთვნით. მისი თქმით, ქალაქის მერიას მალე გადაეცემა სიები, რის შემდეგაც აღნიშნული პირებისთვის  შესაბამისი პლასტიკური ბარათები დამზადდება და სოციალურად დაუცველები და შშმ პირები უფასოდ მგზავრობას შეძლებენ.

12365998_948653165172423_7176157425443323875_o12366430_10153475590493073_7035806654594380153_n12360191_10153475590763073_7213692839973872362_n

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.