საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტსდა ააიპ “მეწარმე ქალთა ფონდ”ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთობლივად განახორციელონ კონკრეტული მიზანმიmართული თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირებისათვის;
ხელი შეუწყონ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას და დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ინიციატივების და კამპანიების წარმართვას;
დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისათვის ერთობლივად განახორციელონ ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება საკანონმდებლო დონეზე;
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიამრთულებებით:
• დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად აქტიური თანამშრომლობა საერთო საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფით;
• ქალთა შრომით უფლებებზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
• საგანმანათლებლო და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
• თანამშრომლობა ადვოკატირების, ლობირების და აქტიური კამ-პანიების წარმართვის საქმეში, შესაბამისი ტრენინგების ორგანი-ზებით და პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვით;
• კვლევების ჩატარება და შედეგების ანალიზის მომზადება ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესახებ საქართველოში;
• ერთობლივი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება, რომელიც მიმართული იქნება ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისათვის;
მემორანდუმს ხელი მოაწერეს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა და მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე მერი გელაშვილმა