Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თბილისში ავსტრიულ-ქართული პროფკავშირული სკოლა იწყებს ფუნქციონირებას

ada%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9ddownloadfridrixორწლიანი პროგრამის ფარგლებში 40 მონაწილე გადამზადებას 53 საკითხში გაივლის.

 

პროექტი ავსტრიის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამსრომლობით ხორციელდება, ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ADA)-ს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,

 

პროგრამის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობის, საპენსიო,  საარსებო და სახელფასო მინიმუმის განსაზღვრის, ევროკავშირის დასაქმების და შრომის კანონდებლობის შესახებ, ასევე საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების თაობაზე. სასწავლო პროგრამის მონაწილეებს ლექციებს ჩაუტარებენ სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი ტრენერები.

 

პროექტის პრეზენტაცია შედგება ხვალ 11:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო ამბასადორში. (მის: იოანე შავთელის #13)

 

პროექტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწოდებენ პროფავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ავსტრიის პროფკავშირების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და საქართველოში ამერიკის სოლიდარობის ცენტრის წარმოადგენლები. ასევე ავსტრიის საელჩოს და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

 

 

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.