Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თბილისში სამსახურის მძებნელები ხშირად არ აქტიურობენ

ანალიზისა დაკონსულტაციის ჯგუფი  ACT,  სამუშაო ადგილების შექმნის და ხალხის დასაქმების პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე,  დაინტერესდა, როგორია ზრდასრულ თბილისელთა ქცევა და დამოკიდებულებები სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილს აქვს დასაქმების სურვილი, როგორ ეძებს სასურველ სამსახურს და როგორია მათი პრეფერენციები სამუშაო სექტორთან, სამუშაო გრაფიკთან, სამუშაოს ანაზღაურებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან მიმართებაში.

„ეისითის“  კვლევის თანახმად, დაუსაქმებელი, შრომისუნარიანი მოსახლეობის 89% აცხადებს, რომ აქვს მუშაობის სურვილი. თუმცა, დასაქმების მსურველთა 38% სამსახურის მოსაძებნად არანაირ ქმედებას ახორციელებს.

კვლევის თანახმად, მუშაობის სურვილს ასევე გამოთქვამს იმ უმუშევარი ქალების უმრავლესობაც – 78%, რომელიც თავს დიასახლისს უწოდებს.  თუმცა ისინი განსაკუთრებული პასიურობით გამოირჩევიან – დიასახლისების 53%  მუშაობის სურვილის მიუხედავად, რეალურად არ ეძებს სამსახურს არანაირი საშუალებით.

კვლევა დაინტერესდა, სად ეძებს სამსახურს დაუსაქმებელი პირი –  თბილისში სამსახურის მოძიების ყველაზე პოპულარული არხები დასაქმების ვებგვერდებია, სამსახურის ძიების ამ საშუალებას ირჩევს 53%,  ნაცნობებით სამსახურს ეძებს 54%.

კვლევა მეტყველებს, რომ ამ მხრივ სხვადასხვა სტატუსის მქონე ინდივიდების ქცევა განსხვავებულია, კერძოდ, დასაქმების მსურველი სტუდენტები მხოლოდ ინტერნეტსივრცეში – დასაქმების ვებგვერდებზე ეძებენ სამსახურს. დიასახლისების 62%  და სხვა ზრდასრული ადამიანების 69% სამუშაოს მოძიებას  უმეტესწილად ნაცობ-მეგობრებში გაკითხვით ცდილობს

კვლევის თანახმად, დასაქმების მსურველთა 74% –სთვის  არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი სპეციალობით დაიწყებს მუშაობას თუ არა. თუმცა, ყოველი მეორე დასაქმების მსურველი (50%) აცხადებს, რომ მხოლოდ პროფესიული მუშაკის საქმიანობაზე იქნებოდა თანახმა.

არაპროფესიულ / არაკვალიფიციური მუშაკის სამსახურს (ძიძა, მძღოლი და ა.შ.) დასაქმების მსურველთა მესამედი – 33%, თანხმდება. საგულისხმოა, რომ მათგან ვინც თანახმაა არაკვალიფიციური მუშაკის სამსახურზე, 39%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.samsaxuris mzebnelebi

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.