Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თვალთვალი “ფრესკოში” – რა ხდება ქსელში?!

სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკო”-ს თანამშრომლებმა, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და ქსელში არსებული გაუსაძლისი და დამამცირებელი შრომითი პირობების შესახებ ისაუბრეს;
საპროტესტო ტალღა კომპანია “ფრესკო”-ში თებერვლის დასაწყისში აგორდა. მაშინ ქსელური მარკეტი 80 მდე თანამშრომელმა გაუსაძლისი პირობების და ადმინისტრაციის არასათანადო და უსამართლო მოპყრობის გამო დატოვა და არსებულ მძიმე და ღირსების შემლახველ ვითარებაზე ღიად ალაპარაკდა. თებერვალში ადმინისტრაციამ ყველა ფილიალის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ხელფასის 20 დან 50%-მდე ჩამოაჭრა და აღნიშნული ქმედება იმით ახსნა, რომ ქსელში პროდუქტის დანაკლისი დაფიქსირდა.
“ფრესკო”ს უკვე ყოფილმა და ჯერ ისევ მოქმედმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას მიმართეს. გაერთიანებამ საქმეზე დეტალური მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც ადამიანის უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.
მათ შორის ფარული მიყურადების და თვალთვალის შემთხვევები. თანამშრომლები ყვებიან რომ “ფრესკო”-ს მარკეტების გასახდელების დიდ ნაწილში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, (რაც მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის უგულებელყოფაა) ეს მაშინ როდესაც თანამშრომლებს ავალდებულებენ სამსახურში შესვლისას ტანსაცმელი გამოიცვალონ და უნიფორმა ჩაიცვან, აღნიშნული კი ადმინისტრაციის მხრიდან ორი რამით არის ახსნილი – პირველი კამერაში ფიქსირდება ხომ არ იპარავს თანამშრომელი პროდუქტს და მეორე მას უნდა ეცვას უნიფორმა.
აქვე იკვეთება, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა აყენია მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს.
წვდომა ვიდეო მასალაზე აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს) ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვისთვის განკუთვნილ ოთხში, სადაც ხდება კამერების მუდმივი მონიტორინგი, ხშირად შედიან მამაკაცები. თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ “ფრესკო”-ს დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც.
ერთ ერთი მათგანი სექსუალური ხასიათის შევიწროების ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას.
თანამშრომელი გოგონები ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად ამ ოთახში ორი მამაკაცი დაცვის უფროსი დავით ბულია და მისი მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაია შედიოდნენ, რომლებიც პირად საუბრებში უდასტურებდნენ თანამშრომლებს, რომ მაღაზიების ფილიალების ყველა დარბაზის და ასევე გასახდელების მონიტორინგი დაცვის ხელმძღვანელების ადგილზე არყოფნის დროს – საცხოვრებელი ბინებიდანაც ხდებოდა.

17835166_10154737159233073_430499227590716659_o  17854971_10154737159673073_6820458640157769995_o 17855106_10154737159018073_1443700862923123381_o (1)

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.