Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ინდუსტრიაში დასაქმბულთა შეხვედრა ნორვეგ დიპლომატთან

საქართველოს სამთო, მეტალურგიულ და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ნორვეგიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის საელჩო რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ფარავს ბაქოშია დისლოცირებული და ელჩის მოადგილე საქართველოში ყოველთვიური ვიზიტის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების და ინსტიტუტების მუშაობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იმყოფება. დიპლომატი დაინტერესდა პროფკავშირის საქმიანობითა, გამოწვევებით და სამმხრივი დიალოგის მიმდინარეობის ხარისხით. თამაზ დოლაბერიძემ ვეგარდ სტენსრუდს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ქსნის მინის ტარის ქარხნის, რუსთავის აზოტის, ჭიათურის მაღაროების, ზესტაფონის ფეროს, მეტალურგიული ქარხნების და ტყიბულის შახტების პირველად ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობის, ასევე კაზრეთში დამსაქმებლის მხრიდან პროფკავშირული ნიშნით განხორციელებული დევნის შესხებ. საუბარი შეეხო სოციალური პარტნიორობის, სოციალური დიალოგისა და მედიაციის პროცესების დაბალ ხარისხს საქართველოში და განვითარების მნიშვნელობას. ასევე შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სავალალო მზარდი სტატისტიკა, პროფკავშირმა ხაზი გაუსვა ეფექტიური შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას. დიპლომატი დაინტერესდა ვიზალიბერალიზაციის და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, უცხოელი და კერძოდ ნორვეგიელი ინვესტორების დამოკიდებულებით ქართული შრომის ბაზრის და შრომით ურთიერთობებში მათი ქმედებებით. ასევე ნორვეგიულ პროფკავშირ “ინდასტრი ენერჯი”-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიმდინარეობით და მას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შედეგებთან დაკავშირებით.17553485_10154701922133073_4959101567213487969_n 17554098_10154701922233073_1035149154613050876_n (1) 17554225_10154701922203073_4039916200493294447_n 17634505_10154701922098073_683388327025451558_n

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.