Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) მმართველი კომიტეტის სხდომას გაუძღვა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი, პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) მმართველი კომიტეტის სხდომას გაუძღვა.

სხდომაზე კომიტეტმა უკრაინის საკითხი მიმოიხილა, სადაც შრომით და პროფკავშირული უფლებების დარღვევებთან და სოციალური დიალოგის არარსებობასთან დაკავშირებით სპეციალური მისია გეგმავს ჩასვლას.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა სხდომის მიმდინარეობისას, დაკავებული ბელორუსელი კოლეგების შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელეს.

კომიტეტზე განიხილეს ITUC-ის გენერალური საბჭოს შედეგები და მსოფლიო პროფკავშირების კონგრესისთვის მზადება, სადაც ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიონ.
გარდა ამისა, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს სამუშაო გეგმა; ქვეყნების გამოწვევები, ფინანსური, ქალთა და ახალგაზრდული კომიტეტის ანგარიშები და ა.შ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.