Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალური მიწვევით „DISK”-ის გენერალური ასამბლეაში მონაწილეობს

სტამბოლში თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციის „DISK”-ის მე 16-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ასამბლეაში სპეციალური მიწვევით მონაწილეობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. მას ჰქონდა პატივი მიემართა შეკრებილი საზოგადოებისთვის და მაღალი ტრიბუნიდან, ხელისუფლების, საერთაშორისო სტუმრების და პროფკავშირული ლიდერებისთვის პროფკავშირების როლზე, მნიშვნელობაზე და თანამედროვე და გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებზე ესაუბრა.

ამავე ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო პროფკავშირების ლიდერები, სტამბოლის მერი და თურქეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები. დღეს თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის “DISK”პრეზიდენტის და მმართველი რგოლის არჩევნები გაიმართება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.