Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული შრომითი და სოციალური საკითხები. შრომის კოდექსის ცვლილების შემდგომ მისი იმპლემენტაციის ხარვეზები. მხარეებმა  იმსჯელეს საქართველოს სამმხირივ კომისიის 1 მაისის სხდომის შესახებ და აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიტიური რეაგირება საქართველოს რკინიგზაში და საქართველოს ფოსტაში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე. რაც გამოიხატება პრემიერ მინისტრის წარმომადგენლის სამუშაო კომისიაში ჩართულობით.

გაი რაიდერმა განაცხადა რომ, მიესალმება საქართველოში სამმხრივი კომისიის მუშაობის დაწყებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა ძალისხმევას მიმართავს რათა სოციალური პარტნიორობა უალტერნატივო ინსტიტუცია გახდეს სოციალური სამართლიანობისა და ცივილიზებული შრომითი სტანდარტების დამკვიდრების საქმეში.

ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ჩართულობა და ინფორმირებულობა მსგავსი კონფლიქტების გადაჭრის საქმეში. სწორედ ასეთი კონფლიქტების ქვეყნის შიგნით გადაწყეტაზეა დამოკიდებული  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, როგორც შრომით სფეროში ყველაზე გავლენიანი ექსპერტული ორგანიზაციის რეკომენდაციები შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროკავშირისათვის, რათა მოხდეს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარება და დაჩქარდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. irakli da gai

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.