Search
Close this search box.
Search
Close this search box.

იტალია – ღვინო და სამუშაო ადგილები

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა როლს ასრულებს ღვინო იტალიის ეკონომიკაში – ამისათვის, ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ბრუნვა და სამუშაო ადგილების რაოდენობა. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასაქონლო სექტორში. არსებობს გარკვეული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დღეს ღვინის წარმოებაში (ვენახებში, მარნებში, გავრცელების სამსახურში) დასაქმებულია დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი, წლიური ბრუნვა კი 10 მილიარდ ევროს აღემატება.

სხვა მონაცემებით, იტალიაში მეღვინეობის სფეროში ფუნქციონირებს 340,000 ობიექტი, დასაქმებულია 800,000 ადამიანი  და ბრუნვა (მათ შორის დამხმარე წარმოებებისაც) 50 მილიარდ ევროს აღწევს. ზოგ რეგიონში, სადაც მეღვინეობა წამყვანი დარგია, ყოველ დახარჯულ 1 ევროს მოაქვს მოგება – 7 ევრო. შესაძლებელია, მთელი ეს გაანგარიშება არაზუსტი იყოს, მაგრამ იქმნება საერთო სურათი ღვინის მასშტაბურობის შესახებ – იტალიაში ღვინო არის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური მოვლენა. წარმოიდგინეთ, ღვინის წყალობით რამდენი ახალი პროფესია შეიქმნა და რამდენი კიდევ უფრო განვითარდა: სომელიე, რესტორატორი და მიმტანი, იარლიყებისა და შესაფუთი მასალების დიზაინერი, მინამბერი, საცობების მწარმოებელი, ლაბორანტი, მევენახეობა-მეღვინეობისათვის განკუთვნილი მასალებისა და მექანიზმების მთელი სამეწარმეო სექტორი, მშენებელი, იურისტი, ბუღალტერი, გამავრცელებელი, გამყიდველი…

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვინის გამოფენებსა და მიღებებზეც უამრავი ადამიანია დასაქმებული (სასტუმროს თანამშრომლები, ადმინისტრატორები, თარჯიმნები) და მათი დაუღალავი შრომის გასაშუქებლად კი მედიის ასევე უამრავი თანამშრომელი იღწვის – ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკოსები, რეჟისორები, მსახიობები სარეკლამო რგოლებისთვის…

სამწუხაროდ, ეკონომიკის ექსპერტები (ISTAT-დან თუ  ISMEA-დან) გვაწვდიან მხოლოდ ციფრებს და არ აკეთებენ ანალიზსა და შეფასებას. მათი შეფასების წყალობით კი უფრო და უფრო მეტი მწარმოებელი გაუწევდა ლობირებას ამ პროდუქტს, რაც, თავის მხრივ, იტალიის ეკონომიკას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა. სასმელების ბაზარი ხომ დღეს ყველაზე სწრაფად ვითარდება – სარეიტინგო კომპანი Moody’s-მა სულ ცოტა ხნის წინ შეცვალა შეფასება და სექტორი “სტაბილურის” ნაცვლად “პოზიტიურად” დაახასიათა, მწარმოებლებს კი 2013-2014 წლებში მოგების 6%-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა.

italiavinoge.com

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.