Search
Close this search box.
Search
Close this search box.

იცოდე, რისი უფლება გაქვს სამსახურში

შენს უფროსს ეღიმება. მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი. არადა, შენ გაქვს მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა გამოყენებამაც, შესაძლოა ზემოხსენებული ცინიკური ღიმილი მოაშოროს შენი დამსაქმებლის სახიდან.

1. შენ შეგიძლია გამოთქვა საჩივარი სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გააპროტესტო და მოითხოვო ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსწორება. შრომის კოდექსში პირდაპირაა მითითებული დამსაქმებლის ვალდებულება, უზრუნველყოს დასაქმებულისთვის შესაბამისი სამუშაო პირობები და უსაფრთხოების ზომები.

2. მოითხოვო და შეინახო ყველა იმ დოკუმენტის ასლი ან დედანი (შენი პირი), რომელსაც ხელს აწერ. უფლება გაქვს გაეცნო სამსახურში შენ შესახებ დაცულ ყველა საბუთს. თუ ისინი არ გაძლევენ ხსენებულ დოკუმენტებს, დაწერე ოფიციალური წერილი დირექტორის სახელზე ორ ასლად. განუსაზღვრე ვადა, რა ვადაშიც ეს ინფორმაცია უნდა იქნეს მოწოდებული (შეარჩიე გონივრული ვადა – არანაკლებ 10 დღისა). ერთი პირი დატოვე კანცელარიაში/მენეჯერთან, მეორე ასლზე თარიღის დასმით ხელი მოაწერინე იმავე ადამიანს, ვისაც ჩააბარე განცხადება და შეინახე. მერწმუნე, გამოგადგება.

3. მოითხოვო და მიიღო შრომის შინაგანაწესი. ხშირ შემთხვევაში, შინაგანაწესი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მისი დარღვევა შესაბამის სანქციებს იწვევს, როგორც შენთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ის შენი სახელმძღვანელოა სამსახურში მოქმედებისას. ის საკითხები, რაც არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით, ძირითადად, შინაგანაწესითაა მოწესრიგებული.

4. შრომის შინაგანაწესი, შესაძლოა უკანონო ნორმებსა და დებულებებს შეიცავდეს. მოქმედი შრომის კანონმდებლობით, მხარეთა შეთანხმებით არ შეიძლება განისაზღვროს შრომის კოდექსისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებენ დასაქმებულის მდგომარეობას. ამიტომ, გირჩევ, კარგად გაეცნო ხსენებულ კანონს.

5. თუ დამსაქმებელი, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით ან სხვა რამე საბაბით (მაგ. იმ მიზნით, რომ შენზე არ გავრცელდეს შრომის კოდექსის მოქმედება) შრომის ხელშეკრულებას შენიღბავს მომსახურების ხელშეკულების იარლიყით, მაგრამ დამსაქმებელი აკონტროლებს შენს დროს, სამუშაოს შესრულების ადგილსა და წესს, აჰყავს და ათავსიუფლებს შენს თანამშრომლებს, აკეთებს შეფასებას, ან ამბობს, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ მას უნდა მიაწოდო მომსახურება, მაშინ შენ დასაქმებული ხარ და გეკუთვნის ყველა ის სიკეთე და შეღავათი, რაც შრომის კოდექსით ან შინაგანაწესით სხვა თანამშრომლებზე ვრცელდება (მაგ. კორპორატიული დაზღვევა).

6. კვირაში 40 საათს პლიუს შრომა უკვე ზეგანაკვეთურ შრომად ითვლება და ის უნდა ანაზღაურდეს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.samsaxuri

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.