Search
Close this search box.
Search
Close this search box.

კარი ევროპისკენ – პროფკავშირები საპირველმაისო მანიფესტაციისთვის ემზადება

საქართველოს პროფკავშირები 1 მაისს ქუჩაში ევროპული ღირებულებებისთვის გამოვა.  პროფკავშირები, როგორც ევროპული კულტურის ნაწილი ირჩევს ევროპას და საპირველმაისო მანიფესტაციაზე სწორედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას მოითხოვს.

ევროპასთან ინტეგრაცია პირველ რიგში – ადამიანის უფლებების ევროპული ხარისხით დაცვაა.  შრომითი  სტანდარტების და ქალთა უფლებების ევროპასთან  შესაბამისობაში მოყვანა, ევროპული  სოციალურ განარტიების დამკვირდრება,  შრომითი სამართლის ევროპულ მოდელზე გადასვლა და პრაქტიკაში ამოქმედებაა.

მოვითხოვთ: ევროპის სოციალური ქარტიის და ევროდირექტივების მუხლების იმპლემენტაციასა და შესრულებას, რაც მოიცავს დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას, კოლექტიურ მოლაპარაკებებს, პროფკავშირების პატივისცემას, შრომის უსაფრთხოებას და სხვა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია- რისთვისაც ცივილიზეუბლი სამყარო 130 წლის წინ იბრძოდა, საქართველოსთვის დღესაც გამოწვევაა. 1886 წელს მაისის პირველ დღეებში შედგა გაფიცვები ჩიკაგოში სწორედ 8 საათიანი სამუშო დღის მოთხოვნით, რასაც ვნებათაღელვა და ამბოხი მოჰყვა. იქ საწადელს მიაღწიეს, საქართველოში კი 8 საათიანი სამუშო დღე ახალი კანონმდებლობაში დაშვებული ხარვეზების გამო დასაქმებულებისთვის ისევ მიუღწეველია. საქართველოს პროფკავშირების კი ამ უფლების მოსაპოვებლად სამართლებრივ ბრძოლაში ჩაბმა უწევს.

1 მაისს 15:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან.

ერთი საათით ადრე, 14:00 საათზე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან დაიწყებენ შეკრებას ახალგაზრდული პროფკავშირების და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი 15 საათზე მსვლელობით პროფკავშირებს შეუერთდებიან და ერთობლივი მანიფესტაცია რუსთაველის გამზირს ჩაივლის. პარლამენტის თბილისის შენობასთან კი საპროტესტო აქცია გაიმართება. პროფკავშირების წარმომადგენლები საგანგებოდ დამზადებულ ევროპის კარში სიმბოლურად გაივლიან, რითაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ევროპულ არჩევანს. აქციის დასასრულ მიიღებენ საპირველმაისო მანიფესტს და საკუთრი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერას შეასრულებს ცნობილი მომღერალი, რობი კუხიანიძე, რომელიც დასაქმებულების მიმართ სოლიდარობას ამ ფორმით გამოხატავს.

———

1 მაისი – ისტორია

მშრომელთა დღე -1 მაისი აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. ეს დღე დაარსდა 8-საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლის დროს. 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა, რადგან მუშებს აიძულებდნენ დღეში 10, 12 და 14 საათი ემუშავათ. 1986 წლის მაისის პირველი დღეებში აღინიშნა გაფიცვები და დემონსტრაციები აშშ-ს მასშტაბით. ჩიკაგოში, მაგალითად, დაახლეობით 900000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში. 1 მაისის აღნიშვნა სწრაფად გახდა ყოველწლიური მოვლენა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აღნიშნავდნენ 1 მაისს. პირველად მისი აღნიშვნა მოხდა რუსეთში, ბრაზილიაში და ირლანდიაში 1891 წელს.

კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.

2001 წლიდან „ევროპირველმაისობა“ (EuroMayDay) პიველი მაისის დღესასწაულის ნაწილი გახდა, რასაც მიზნად ტრადიციული მაისის დღესასწაულის პოლიტიკური მნიშვნელობის განახლება უდევს. მისი მიზანია ასევე შექმნას ვიზუალური წინააღმდეგობა შრომისა და ცხოვრების არასტაბილურობასთან. „ევრომეიდეი“ წამოვიდა მილანიდან, იტალია, საიდანაც ის გადავიდა ბარსელონაში 2004 წელს, შემდეგ კი მთელ ევროპას მოედო 2005 წელს. 2005 წელს დაახლოებით 200 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის მასშტაბის ევრომეიდეიში. ამ წელს მოძრაობის სლოგანი გახდა “გავერთიანდეთ არასტაბილურ სამყაროში და გავიფიცოთ თავისუფალი ღია რადიკალური ევროპისთვის“.

გერმანიაში, განსაკუთრებით კროიცბერგისა და პრენცლაუერ ბერგის რაიონებში, პირველი მაისი ყოველწლიური დემონსტრაციებით აღინიშნება. 1929 წელს მთავრობამ აკრძალა საპირველმაისო მუშათა დემონსტრაციები ბერლინში. მიუხედავად ამისა, მუშები მაინც გავიდნენ დემონსტრაციაზე. დღის ბოლოსთვის, პოლიციასთან შეტაკების შედეგად მოკლულ იქნა 32 დემონსტრანტი,80 კი სერიოზულად დაშავდა.1 maisi

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.