Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მანდატურების პროტესტი და განათლების სამინისტროს პასუხი

მანდატურებმა კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კანონში შესული ცვლილების იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც სკოლის დირექტორს შესაძლებლობა ეძლევა, თავად აირჩიოს სასურველი მანდატური და ამ კუთხით მისი კარიერული ბედიც გადაწყვიტოს.

განათლების სამინისტრომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მათ მადლობას უხდიდნენ გაწეული სამუშაოსთვის და ატყობინებდნენ რომ მანდატურის სამსახური გაუქმდა. ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად მანდატურის სამსახურის ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ. ოფისში მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის ხმაურიანი შეხვედრა გაიმართა. როგორც მანდატურები აღნიშნავენ, სამსახურის გაუქმების შემთხვევაში 1500–მდე პირი უმუშევარი დარჩება. ხვალიდან არცერთი მათგანი არ აპირებს სკოლებში მისვლას და მუშაობის იმ დრომდე, ვიდრე კონკრეტულ გარანტიებს არ მიიღებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავცელებულ ინფორმაციასმანდატურის სამსახური გაუქმებასთან დაკავშირებით.სამინისტროში განმარტავენ, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში და მას დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას გაუწევს კომპლექსურ მომსახურებას.

სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში.

“რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამ და შესაბამისად, კანონპროექტი შევიდა პარლამენტში განსახილველად.

რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა, აღნიშნული ცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა. მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება.

ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით გაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

mandat

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.