Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მედიის პროფესიული გაერთიანება ოფიციალურად დაფუძნდა

mediis_profkavshirebi_725226 ოქტომბერს, ევროპის სახლში მედიის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი დაფუძნდა.

GMTU საქართველოს მედიის პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების, ფოტოგრაფებისა და მედიაში დასაქმებული პერსონალის უფლებებს  დაიცავს.

კავშირს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფესიული ორგანიზაციის ლიდერები ხელმძღვანელობენ.

გაერთიანების თავმჯდომარედ საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” ჟურნალისტი ლაშა მესხი იქნა არჩეული, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ ოპერატორი კახაბერ ჯანაშვილი.

“ვფიქრობ დღევანდელი დღე წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოს პროფკავშირული მოძრაობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საერთაშორისო და დასავლური გამოცდილება პროფკავშირული მოძრაობების მიმართულებით ძალიან პროგრესული და წარმატებულია. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მედიის პროფესიული გაერთიანება. უკვე დღეიდან ჩვენ საქართველოს მასშტაბით ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟისა და ყველა დასაქმებულის უფლებებს დაიცავს” , – განაცხადა მესხმა ორგანიზაციის პრეზენტაციაზე.

ღონისძიებას სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.