Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მემორანდუმი ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციასთან

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა (სპმთპ) და ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციას (იმსა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმით, მხარეები გამოხატავენ ურთიერთგაგებას, რათა ერთობლივი, კოორდინირებული, პოზიტიურ თანამშრომლობაზე ორიენტირებული საქმიანობით ხელი შეუწყონ მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათი პროფესიული დონის ამაღლებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

სპმთპ და იმსაერთობლივად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებს, საკანონმდებლო წინადადებებს, ახდენენ კონკრეტული ღონისძიებების ინიცირებას პედაგოგთა უფლებებისა და ინტერესების დაცისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

შეიმუშავებენ წინდადებებს მასწავლებელთა პერიოდული, პროფესიული გადამზადების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით;
ამზადებენ წინადადებებს მასწავლებელთა საჭიროებაზე მორგებული, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების თაობაზე;
ახორციელებენ კონკრეტული საკითხის გარშემო სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებას;

გამართავენ ერთობლივ კონფერენციებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებს და სხვა ღონისძიებებს განათლების სისტემაში არსებული ცვლილებებისა და გამოწვევების შესახებ.
memorandumi
წყარო: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.