Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მეშახტეებისთვის შეღავათებზე ინიციატივა დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა,  საქართველოს პროფკავშირების ინიციატივა  დაარეგისტრირა და გაერთიანებას 30 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად  45 დღიანი ვადა მისცა.

საუბარია  საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ, მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირთან ერთობლივად შემუშავებულ ინიციატივაზე, რომელიც ითავლისწინებს საგადასახდო კოდექსში და სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის შესაბამისადაც მაღაროებსა და შახტებში დასაქმებულები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან და აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ პენსიაზე გავიდნენ 55 წლის ასაკიდან.

პროფკავშირების წარმმადგენლებს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მიეცათ სარეგისტრაციო ფურცლების შესავსებად განსაზღვრული ვადა, რომლის ათვლაც დღეიდან იწყება.

საკანონმდებლო ინიციატივას ხელი უნდა მოაწეროს არანაკლებ 30 000 ადამიანმა და შემდეგ იგი განსახილველად წარედგინება პარლამენტს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.