Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მეშახტეთა სოლიდარობის აქცია თბილისში

თბილისის რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრთან, სადაც ტყიბულში დაშავებული მაღაროელები მკურნალობენ, მეშახტეთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების და პროფკავშირების გაერთიანების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის,  თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს უბედური შემთხვევის გამომწვევი რეალური მიზეზი და შეიძლებოდა, თუ არა მომხდარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ შრომითი ინსპექციის შექმნას:

“უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების შრომის უსაფრთთხოება. ინსპექციამ უნდა აკონტროლოს დამსაქმებელი რა პირობებში ამუშავებს ხალხს,” – აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშა გელა ჯუღლაძე.

პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, მაღაროელებს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული და ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შემთხვევა, რა დროსაც 7 მაღაროელი დაშავდა მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით ერთი მუშა ნახშირის მტვერის აალების შედეგად დაიწვა, ხოლო შემდეგ, მეთანის ამოფრქვევამ კიდევ 6 მაღაროელი დააზიანა. დაშავებულთა ნაწილი ტყიბულის საავადმყოფოში რჩება.1

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.