საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია მოლდოვაში, პროფკავშირული სკოლის სწავლების სისტემასა და მოდელს ეცნობა
გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია კიშინიოვში, ავსტრიის პროფკავშირების მიწვევით, საქართველოს და ავსტრიის პროფკავშირებისა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება. მოლდოვა პროფკავშირული სკოლის პროექტის აფასებს, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია ავსტრიის პროფკავშირების მხარდაჭერით ხორციელდება.
მოლდოვის პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გაიმართა შეხვედრები პროფკავშირის თავმჯდომარესთან – ოლეგ ბუძასთან, მის მოადგილე – სერიუს სანსიუჩთან და გაერთიანების გენერალურ მდივანთან ნიკოლაე სურუჩიან. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემები იყო: სამომავლო თანამშრომლობა მოლდოვის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებებს შორის, პროფკავშირის გამოწვევები და მიღწევები, რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფონის მიმოხილვა. მოლდოვას პროფკავშირების თავმჯდომარე შეხვედრისას დაინტერესდა როგორ სრულდება ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას აიღო. თავის მხრივ გოჩა ალექსანდრიამ შეხვედრებზე შრომის უფლებების დაცვის და ახალი წევრებს მოზიდვის კამპანიაზე ისაუბრა საქართველოში. ასევე წარმოადგინა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივა, საპენსიო სისტემის მიღებასთან დაკავშირებით.
საუბარი ეხება პროფკავშირში ახალი წევრების მოზიდვის საკითხებსაც. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები გაეცნენ მოლდოვის პროფკავშირული სკოლის სწავლის სისტემას.
შეხვედრები 25-დან 27 თებერვლამდე იმართება.