Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას უმუშევრობის ზუსტი მაჩვენებლებიც დადგინდება

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შუალედური ანგარიში 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო ანგარიში კი 2016 წელს იქნება. აღწერის სამუშაოებზე ჯამში 18 მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო 2014 წლის სამუშაოებზე კი დაახლოებით 11 მილიონი ლარი. მათ შორის კი, 2 მილიონი გრანტია, ხოლო 8.8 მილიონი ლარი საბიუჯეტო დაფინანსება.

2015 წელს აღწერის სამუშაოებზე 2 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს კი 0.82 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პერიოდში მოხდება მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და პუბლიკაციის მომზადება. ამ ეტაპისთვის ამ თანხიდან ათვისებული დაახლოებით 2 მილიონი ლარია, ხოლო საქსტატში განმარტავენ, რომ თანხების 70% ხელფასებს ხმარდება, რომელიც ნოემბერ–დეკემბერში გაიხარჯება.

მათივე თქმით, აღწერის სამუშაოები ამ ეტაპზე კალმისა და ფურცლის მეშვეობით გადაწყდა, აღმწერებს კი სპეციალური ფორმები – ქუდები და ჩანთები დაურიდგდება.  მათივე თქმით, უცხოეთში არის პრეცენდენტი, რომ აღწერა, ნაწილობრივ ელექტრონულად ნაწილობრივ კი კალმისა და ფურცლის მეშვეობით ხდება, ასევე პლანშეტების დახმარებით, თუმცა, მათივე თქმით, ეს დროსთან არის დაკავშირებული. ამასთან, მათი თქმით, იმისათვის, რომ პლანშეტების მეშვეობით განეხორციელებინათ კითხვარების შევსება, მხოლოდ ტექნიკის შესყიდვა მილიონი დოლარი დაუჯდებოდათ.

კითხვარების მეშვეობით დადგინდება ინფორმაცია, როგორიცაა – მოსახლეობის რიცხოვნობა, სქესობრივ – ასაკობრივი და ეთნიკური შემადგენლობა; განათლების დონე; ოჯახური მდგომარეობა; დასაქმება – უმუშევრობა; შშმ პირთა რიცხოვნობა; შიდა მიგრაცია, ემიგრაცია და იმიგრაცია; მრავალწლოვანი ნარგავების რაოდენობა; ვაზის ძირთა ჯიშები და მათი რაოდენობა; ასევე პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობა და ა.შ. შესაბამისი კითხვარი მიმდინარე წლის 8 მაისს დამტკიცდა, აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მიერ.

თითო აღმწერი დაახლოებით 400-500 ადამიანს აღწერს, ხელფასი კი 400-500 ლარის ფარგლებში იქნება. საბუთების მიღება კი აღმწერის პოზიციაზე საქსტატმა 1 აგვისტოს გამოაცხადა. ჯამში კი საქსტატი 10,000 ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, რომ აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს განხორციელდება, მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ყაზბეგი, დუშეთი და ახმეტა) 15-29 სექტემბერს. ბოლო მონაცემებით, 2014 წელს, მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში 4.49 მილიონს შეადგენს, მათ შორის კი, ყველაზე მეტი – 68.9% 15–დან 64 წლამდე არის.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ კანონი 2001 წელს შემუშავდა, ამის შემდგომ იყო 7 წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები, რის ფარგლებშიც ჯამში 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო, თითო მცხოვრებზე დანახარჯმა 1.84 ლარი შეადგინა.

2013 წლის ივლისიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდა აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით.agcera

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.