Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მძიმე შრომითი პირობები ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში

საქართველოს მეტალურგიული,  სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის პირველადი ორგანიზაციის სამდივნოს წევრებმა ამირან მაჩიტიძემ და პაატა სამხარაძემ მოინახულეს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ხის სამაგრი მასალის ცენტრალური საწყობი რომელიც მდებარეობს საჩხერის გზატკეცილზე.

როგორც მოგეხსენებათ აგვისტოს დასაწყისიდან ჭიათურის ს.გ.კ. შემოტანა დაიწყო ხის სამაგრი მასალის რომელიც დახურული კონტეინერებით ხორციელდება, აღნიშნული მასალის კონტეინერებიდან გადმოცლაზე სხვადასხვა მაღაროთა სამართველოებიდან აგზავნიან მაღაროელებს, რომლებიც აღნიშნავენ რომ უწევთ მძიმე პირობებში მუშაობა, კონტეინერში შეუძლებელია სუნთქვა, აქვთ გულისრევის შეგრძნება და ზოგიერთმა მიიღო მსუბუქი სახის მოწამვლა. ასევე არსებობდა სავარაუდო ეჭვი, რომ ეს ხის მასალა გამოუსადეგარი იყო მაღაროში შესატანად რადგან იგი არ ექვემდებარებოდა ჭიათურისათვის დადგენილ სტანდარტს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ ამ მასალის უმეტესობა მართლაც გამოუსადეგარია და მათი მაღაროში შეტანა და გამოყენება გამოიწვევს მძიმე შედეგებს. ასევე იქ მომუშავე მუშებთან გასაუბრებისას მუშებმა დაადასტურეს, რომ კონტეინერების დაცლისას აღენიშნებათ გულისრევის შეგრძნება,ზოგიერთს აქვს თავბრუსხვევა და ასევე კონტეინერებში არის მკბენარი მწერები, რომლებიც მთელ ტანზე ესევათ და სპეცტანსაცმელში იბუდებს. კონტეინერებში არის ასევე ნაჭრებში გახვეული გაურკვეველი სახეობის ფხვნილი და რკინის კაფსულები, რომელშიდაც ასევე გაურკვეველი შემადგენლობის ფხვნილი ყრია.

ადმინისტრაციის წარომადგენლებთან შეხვედრისას მათ აღნიშნეს, რომ ეს ფხვნილები კოროზიის და დაჭიანებისაგან იცავს მასალას,ასევე აღნიშნეს, რომ პროფკავშირ “მაღაროელის” წარმომადგენლებთან ერთად მოახდინეს შემოწმება აღნიშნული ობიექტის, ასევე სამთო მაშველის ლაბორატორიული შემოწმებისას რომლის დასკვნაც წარმოადგინეს  კონტეინერებში ჟანგბადის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია და საგანგაშო არაფერია, ასევე კონტეინერებს სამუშაოს დაწყებამდე ანიავებენ გარკვეული დროით, ანუ ღიას ტოვებენ და ვინტილიატორით ცდილობენ განიავებას ამის შემდეგ ხდება დაცლა.

უნდა აღინიშნოს ხასგასმით, რომ არცერთი კონტეინერის დაცლა არ ხდებოდა და არც გასანიავებლად იყო გახსნილი ყველა დაპლომბილი იყო,ასევე იური ჩუმარკის (“ჯორჯიან მანგანეზის” საფინანსო განყოფილების უფროსის მოადგილე) განცხადებით შემოსულია 25–30% და კიდევ უნდა შემოვიდეს ასეთივე 100 კონტეინერი, აღნიშნული მასალა მოდის უკრაინიდან და ასეთი სახით ტრანსპორტირება უფრო ხელსაყრელია,მან აღნიშნა რომ მიმდინარეობს გადარჩევა და არცერთი უვარგისი მასალა მაღაროში არ მოხვდება.

პროფკავშირელებმა დააფიქსირეს, რომ  ღია ვაგონებიდან ხდებოდა ხის მასალის დაცლა და გაუგებარია 100 კონტეინერი თუ შემოსასვლელია და იქ მოთავსებული მასალა ვარგისია მაღაროსათვის რატომ შემოიტანეს დამატებით ღია ვაგონებით მასალა რომლის ტრანსპორტირება უფრო არაპრაქტიკულია. პროფკავშირის წარმომადგენლებმა  პირველსავე დღიდან დასვეს საკითხი, რომ აღნიშნული კონტეინერებიდან შემოწმებულიყო იმ ფხვნილების შემადგენლობა და მანამ სადამდესაც ძირფესვიანად არ იქნებოდა აღნიშნული საკითხი ეს მასალა არ გაეტანათ მაღაროებზე. იძულებულები გახდნენ ეს საკითხი დააყენონ უფრო მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ ავლენ საწყობი, რათა შეესწრონ კონტეინერების დაცლის პროცესს (არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სპეციალურად არ იცლებოდა კონტეინერები ჩვენი იქ ასვლის დროს) ასევე ყველა მაღაროელს რომლებსაც, მოუწიათ იქ მუშაობა და ახლაც უწევთ, უნდა მიმართონ მეტალურგთა, ქიმიკოსთა და მაღაროელთა პროფკავშირს და დაწვრილებით აღწერონ რა პრობლემებს აწყდებიან სამუშაოების შესრულებისას.chiatura

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.